ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრო-ებრაული ჯგუფი ევროკავშირს პოლონელი ჟურნალისტის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოსთხოვს.


ამერიკაში მოქმედი პრო-ებრაული, მთელს მსოფლიოში ანტისემიტიზმთან მებრძოლი ჯგუფი ანტი-დეფამაციული ლიგა, ევროკავშირს პოლონური კათოლიკური რადიოსადგურის ერთ-ერთი წამყვანის წინააღმდეგ ზომების მიღებას მოსთხოვს.

ვარშავის რადიოსადგურ “მარიას’ კომენტატორი ვაცლავ მიხალკევიჩი ებრაელებს ბრალს სდებს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანული ოკუპაციის პერიოდში, პოლონელი ებრაელებისათვის ჩამორთმეული ქონების პოლონეთისაგან ანაზღაურების მცდელობაში.

ჟურნალისტმა ებრაელების ქმედებას “ჰოლოკოსტის ინდუსტრია” უწოდა

პოლონეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას ჟურნალისტის წინააღმდეგ აღძრული საქმის არგანხილვის შესახებ, ლიგის თავკაცმა აბრაჰამ ფოქსმანმა სამარცხვინო უწოდა.

პოლონეთის პროკურატურა აცხადებს, რომ გამოთქმა კანონმდებლობას არ არღვევს.

XS
SM
MD
LG