ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური მდივანი კოფი ანანი იორდანიაში ისრაელ-ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ირგვლივ მოლაპარაკებებს აწარმოებს.


დღეს ბატონი ანანი იორდანიის მეფე აბდულს ხვდება.

შეgახსენებთ რომ ოთხშაბათს ისრაელის პრემიერ მინისტრმა უარი განაცხადა ლიბანის ბლოკადის მოხსნაზე.

პრემიერ მინისტრის განცხადების თანახმად ისრაელი ლიბანს მაშინ მოუხსნის ბლოკადას როდესაც სრული სახით განხორციელდება გაეროს რეზოლუცია, რის შედეგადაც დასრულდა ისრაელ-ჰეზბოლას ომი.

ბატონმა ოლმერტმა ასევე დასძინა რომ ლიბანის სამხრეთიდან ისრაელის შეიარაღებული ძალების გაყვანა სწორედ ამავე მიზეზით ყოვნდება.

ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ რეზოლუციის სისრულეში მოყვანა ორი დაკავებული ჯარისკაცის გათავისუფლებასაც მოიცავს.

პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

XS
SM
MD
LG