ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ყოველ წელს  ნიკოტინით გამოწვეული დაავადებებით შეერთებულ შტატებში 178 000 ქალი კვდება


გადაცემაში “ქალებისათვის” თამბაქოსა და მისი მოხმარებით გამოწვეული სნეულებების სპეციალისტი, მეცნიერი ანა მალარშერი ისაუბრებს თუ რა საფრთხე ემუქრება მწეველი ქალის ჯანმრთელობას.

მე-20-ე საუკუნის დასაწყისში მოწევა ქალებში არაპრესტიჟულად ითვლებოდა და მწეველი ქალი სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანადა ან დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლად ითვლებოდა.

შეერთებულ შტატებში 1921 წელს კონგრესმა ამერიკის დედაქალში, ვაშინგტონში ქალების მიერ თამბაქოს მოხმარებაც კი აკრძალა.

შეერთებული შტატების ჯანდაცვის სამინისტროს 2004 წელს გაკეთებული მოხსენების თანახმად 1995-1999 წლებში თამბაქოს წევამ შეერთებულ შტატებში დაახლოებით 440, 000 ადამიანის უდროო სიკვდილი გამოიწვია, ბოლო წლებში კი ამ რიცხვმა 530 000 (ხუთას ოცდაათ ათასს) მიაღწია. ამავე განცხადებაში ნათქვამია რომ მოწევა მავნებელია მთელი ორგანიზმისთვის. აი რას ამბობს ქალბატონი მალარშერი:

“თამბაქოს მოწევა უამრავ დაავადებას იწვევს. უკანასკნელი მონაცემებით ყოველ წელს ნიკოტინით გამოწვეული დაავადებებით შეერთებულ შტატებში 178 000 ქალი კვდება. სიკვდილის მიზეზად უმეტეს შემთხვევაში ფილტვების კიბოსა და გულის კუნთის

სისხლძარღვების შევიწროებას ასახელებენ”

ამას გარდა ქალბატონი მალარშელი ამბობს რომ თამბაქოს მოწევა მთელი რიგ სხვა ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებებს იწვევს; ათეროსკლეროზი და სისხლძარღვთა სისტემური დაავადების განვითარება, ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, და სხვა მრავალი.

თამბაქოს მოწევა განსაკუთრებითაა საშიში ფეხმძიმეთათვის

მოწევა ფეხმძიმობის დროს იწვევს ნაადრევ მშობიარობას, რისი მიზეზიც საშვილოსნოში ჟანგბადის შემცირებული რაოდენობით მიწოდება არის.

ნიკოტინი ასევე დედის რძემდეც აღწევს, რასაც კატასტროფული შედეგების მოტანა შეუძლია როგორც ჩანასახისთვის ასევე ბავშვისთვის.

დადასტურებულია ის ფაქტი რომ თამბაქოს მოხმარება ქალებში ნაადრევი კლიმაქსის დადგომას უწყობს ხელს. ნიკოტინი ასევე იწვევს კბილისი კარიესს, მოყვითალო ფერის ლაქებს თითებზე და აჩენს ნაადრევ ნაოჭებს.

ქალბატონი ანა ასევე აღნიშნავს რომ თამბაქოს მოხმარება მავნე ჩვევაა რომლის კლანჭებისგან gათავისუფლება არც ისე ოილი საქმეა.

“შეერთებულ შტატებში ქალები რომლებიც თამბაქოს წევის დანებებას საკუთარი ძალებით ცდილობენ ხშირ შემთხვევაში კრახს განიცდიან. მწეველი ქალები სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. განსკაუთრებით ეფექტურია ინდივიდუალური ან ჯგუფური შეხვედრების ჩატარება და თამბაქოს მოხმარებასთან და ამ მავნე ჩვევის თავის დანებების ხერხების გაზიარება. არსებობს სხვა უამრავი საშუალებაც. მათ შორის აბები, საღეჭი რეზინა, სხეულზე მისაკრობი სპეციალური ლეიკოპლასტირი და სხვა. “

არასრულწლოვნებსა და ახალგაზრდა გოგონებში თამბაქოს მოხმარების სტატისტიკა შემაშფოთებელია. სადღეისოდ 35 პროცენტით მეტი მოზარდი გოგონა ეწევა თამბაქოს ვიდრე 10 წლის წინ.

ქალბატონმა მალარშერმა აღნიშნა რომ მოზარდი გოგონას მიერ თამბაქოს მოხმარების მიზეზად ხშირად მწეველი მეგობრის ზეგავლენა სახელდება.

“მოზარდი გოგონები ხშირად იმიტომ ეწევიან რომ მათი მეგობრები ეწევიან ან ხვდებიან ისეთ წრეში სადაც სიგარეტის მოწევა პრესტიჟულად ითვლება.

ასევე დიდ ზეგავლენას ახდენს მათზე ჟურნალ-გაზეთებში ცნობილი მწეველი ადამიანების ფოტოები, თამბაქოს ინდუსტრიის მიერ გაკეთებული რეკლამები.”

ამერიკის მემკვდირეობის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად თუ მწეველი ქალი თამბაქოს მოხმარებას 35 წლის შემდეგ შეწყვეტს იგი 8-10 წლით იხანგრძლივებს სიცოცხლეს. მწეველ ქალს უფრო უიოლდება სიგარეტის მოწევის თავის დანებება თუ იგი ოჯახის წევრებისა და მგეობრების მხარდაჭერას გრძნობს.

მოწევა უმოკლესი გზაა სიცოხლის ხანგრძლივობის შემცირებისკენ და, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებულ განაცხადებას “მოწევა მავნებელია თქვენი ჯანმრთელობისთვის” , მწეველი რატომღაც გულგრილად ეპყრობა.

XS
SM
MD
LG