ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ბაღდადის სამხრეთით განხორციელებულ ტერაქტში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ერაყში დისლოცირებული ამერიკული სამხედრო კონტიგენტის პრესცენტრის განცხადების თანახმად დღეს ბაღდადის სამხრეთით განხორციელებულ ტერაქტში ერთი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა.

აფეთქებას ადგილი ჰქონდა იმ რაიონში სადაც გუშინ შეიარაღებული შეტაკება მოხდა ამერიკელ ჯარისკაცებსა და მოთარეშეებს შორის.

ამ შეტაკებისას დაიღუპა ერთი ამერიკელი ჯარისკაცი და ორი მოთარეშე.

XS
SM
MD
LG