ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ერთი ჯარისკაცი დაიღუპა და ორი დაიჭრა ლიბანის ტერიტორიაზე ებრაელი კომანდოსების მიერ განხორციელებული რეიდის დროს.


ეს ისრაელის პირველი გამოხდომაა მას შემდეგ რაც გაეროს რეზულუციის შესაბამისად შეწყდა საომარი მოქმედებები ლიბანში ისრაელის არმიასა და ჰეზბოლას მეომრებს შორის.

ისრაელის ხელისუფლების მტკიცებით ებრაელები ამ ოპერაციის დროს ლიბანში სირიიდან და ირანიდან იარაღის შეტანის აღკვეთას ისახავდნენ მიზნად.

ებრაელებმა შვეულმფრენებით დესანტი გადასხეს ლიბანის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაალბეკის მახლობლად. ლიბანის არმიის ფორმაში გადაცმულმა ებრაელმა კომანდოსებმა სოფელ ბოდაის სკოლაზე მიიტანეს იერიში, სადაც ჰეზბოლას მეომრები იყვნენ გამაგრებულები.

ლიბანის უშიშროების სამსახურის განცხადებით ამ ბრძოლაში ჰეზბოლას სამი მეომარი დაიღუპა.

ლიბანის პრემიერ-მინისტრმა ფაუდ სინიორამ დაგმო ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თავხედური დარღვევა.

XS
SM
MD
LG