ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რაულ კასტრო მის პირველ განცხადებას აკეთებს მას შემდეგ რაც პრეზიდენტის მოვალეობების შესრულებას შეუდგა


როგორც რაულ კასტრომ განაცხადა პრეზიდენტი ფიდელ კასტრო თავს კარგად გრძნობს და რომ კუბის წინააღმდეგ აგრესიის აღკვეთის მიზნით უკვე გადაიდგა განსაზღვრული ნაბიჯები ქვეყნის თავდაცვის განმტკიცების დარგში. რაულ კასტროს სიტყვა დღეს გამოაქვეყნა კუბის კომპარტიის ბეჭდვითმა ორგანომ გრანმა.

ამ განცხადების თანახმად, როგორც კი გახდა ცნობილი ის ფაქტი, რომ ფიდელ კასტროს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს ქვეყანაში გამოცხადდა შეიარაღებულ ძალთა მობილიზაცია, რადგანაც როგორც რაულ კასტრო აცხადებს არ იყო გამორიცხული ბუშის ადმინისტრაციაში ვინმეს მიერ არა რაციონალური გადაწყვეტილების მიღება.


XS
SM
MD
LG