ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში მომხდარ აფეთქებას 8-კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბასრასა და მოსულში კი შეიარაღებული შეტაკებები მოხდა


ბაღდადის პოლიციის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქის ნაჰდას უბანში მდებარე ხალხმრავალ ბაზარში, განხორციელებულ აფეთქებას 8-კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაჭრილია სულ მცირე 28-ა ადამიანი.

ერაყის სიდიდით მეორე ქალაქ ბასრაში კი შეიარარებულმა დაჯგუფებამ იერიში მიიტანა ქალაქის საკრებულოს შენობაზე. თავდამსხმელებთან ბრძოლაში, შენობის დამცველთა დასახმარებლად ადგილზე მისული პოლიციელები და ბრიტანელი ჯარისკაცები ჩაებნენ.

ერაყის პოლიცია კი აცხადებს, რომ ბაღდადის ჩრდილოეთით, ქალაქ მოსულში მათ სულ მცირე 5-თი მოთარეშე მოკლეს.

XS
SM
MD
LG