ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ინციდენტი მოხდა ქართულ ოსური კონფლიქტის ზონაში


ფრონეს ხეობაში ქართული მხარის სამართალდამცავებზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა.

ქართველ სამართალდამცავებს ოსმა ფორმიანებმა ცეცხლი გაუხსნეს, დაჭრილია 4 პოლიციელი, მათ შორის დურგლიშვილის, კოპალაძისა და ჭავჭავაძის მდგომარეობა მძიმეა. დაჭრილები კონფლიქტის ზონიდან გორში წაიყვანეს. ერთერთი თვითმხილველი აცხადებს:

თვითმხილველი _ პოსტზე იდგნენ პოლიციეს ვილისით, შემოიპარა მასკიანი, არ ვიცით ვინ იყო და დაახლოებით 20 მეტრიდან ჩაცხრილა მანქანაში მსხდომი სამართალდამცავები.

დაჭრილები გორის საავადმყოფოში მოათავსეს. მიმღები ექიმების თქმით, დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკულია.

ექიმი _ დაჭრილია კუჭის არეში, ეხლა ხსნიან და დადგინდება კონკრეტულად. ჭავჭავაძეს მკლავი ქონდა გლეჯილი. გაუკეთდა ფიქსაცია, მაგრამ ტრამვატოლოგი სჭირდებოდა და ამიტომ გადაიყვანეს.

შამშვიდობო ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი მარატ კულახმეტოვი, რომელიც ასევე შემთხვევვის ადგილზე იმყოფება ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან ერთად, ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

ქართული სამშვიდობო ბატალიონის უფროსი კახაბერ ურუშაძე აცხადებს, რომ სავარაუდოდ, თავდასხმა განახორციელეს ოსური მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან გადმოსულმა შეიარაღებულმა ფორმიანებმა, რომლებიც ნიღბებით და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით მოძრაობდნენ და ცეცხლის გახსნის შემდეგ კვლავ ოსური მხარის კონტროლირებად ტერიტორიას შეაფარეს თავი. ურუშაძის განცხადებით, ეუთოს მისიის წარმომადგენლებთან და სამშვიდობო ძალების დამკვირვებლებთან ერთად მიმდინარეობს შემთხვევის ადგილების დათვალიერება, თუმცა თავდამსხმელების შესახებ ამ ეტაპზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ფრონეს ხეობაში, სოფელ ავლევში შინაგან საქმეთა მინისტრიც ჩავიდა. ვანო მერაბიშვილმა მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი უკვე გააკეთა. შინაგან საქმეთა მინისტრყ აცხადებს, რომ ქართველ პოლიციელებზე შეიარაღებული ოსების მხრიდან მუხანათური თავდასხმა მოხდა. Mისი თქმით, სოფელ ავლევში პოლიციეს ქვეგანყოფილება გაძლიერდება და სპცდანიშნულების რაზმის რიცხოვნებაც გაიზრდება, იქიდან გამომდიანრე, რომ შენარჩუნებული იყოს უსაფრთხოება და მოსახლეობამ უფრო მშვიდად იგრძნოს თავი. კონკრეტულად, მოხდება თუ არადამატებითი საგუშაგოების გახსნა, ამის შესახებ მერაბიშვილს კონკრეტული განცხადება არ გაუკეთებია.

ვანო მერაბიშვილი – მუხანათურათ როგორც ჩვევიათ ხოლმე, შემოიპარა ორი ადამიანი და ცეცხლი გაუხსნა ჩვენს სამართალდამცავებს. ჩვენ გავაძლიერებთ ამ პოლიციეს განყოფილებაში ჩვენს შემადგენლობას, გავაძლიერებთ სპეცდანიშნულების ქვეგანაყოფს.

არ არის გამორიცხული ფრონეს ხეობაში ქართველ სამართალდამცველებზე თავდასხმა დღეს ერგნეთის საგუშაგოზე განვითარებულ მოვლენებთან იყოს დაკავშირებული. ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველები თბილისიდან ცხინვალის მიმართულებით მიმავალი ტვირთის წარმომავლობით დაინტერესდნენ. შიდა ქართლის ფინანსური პოლიციის გადაწყვეტილებით ტვრითი ორი დღის განმავლობაში საგუშაგოზე იყო დაკავებული. მეპატრონეებმა სამართალდამცავთა ქმედება პროვოკაციათ შეაფასეს და დახმარებისთვის ეუთოს მისიას მიმართეს. ამასთან დაკავშირებით დღეს სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკა საქართველოს მოქალაქეთათვის რესპუბლიკაში მიმოსვლის ზომებს ამკაცრებს. Aმის შესახებ, დე-ფაქტო რესპუბლიკის შს მინისტრმა მიხეილ მინძაევმა სააგენტო რეგნუმს განუცხადა. მინძაევის განცხადებით, გაცემულია ბრძანება, რომლის თანახმადაც არ უნდა მოხდეს საქართველოდან მიმავალი მგზავრების ტვირთის “სამხრეთ ოსეთში” გაშვება. ოსური მხარე, მინძაევის თქმით, იძულებულია “ქართული მხარის მიერ განხორციელებულ ქმედებების საპასუხოდ ადექვატური ნაბიჯი” გადადგას.

ქართული მხარე, მინძაევის მტკიცებით, “სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა მიმართ უკანონოდ იქცევა” და ამის მაგალითად გუშინ, ქართული მხარის მიერ ოსი მოქალაქეებით დატვირთული ავტობუსის დაკავება მოჰყავს. ეს ფაქტი, ოსურმა მხარემ მორიგ პროვოკაციად შეაფასა.

XS
SM
MD
LG