ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ბეირუთს ბომბავს


ისრაელის სამხედრო თვითმფრინავები ბეირუთის შემოგარენში ჰეზბოლას სამიზნე ობიექტებს ესხმიან თავს, ისევე როგორც ლიბანის აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან მდებარე ბექაას ხეობას. ბეირუთის სამხრეთის შიიტთა მიერ დასახლებულ რაიონში ოთხი აფეთქება მოხდა. ამ რაიონს ისრაელი გამუდმებით ბომბავს. ისრაელის პრემიერ მინისტრი ეჰუდ ოლმერტი იტალიურ პრესას უცხადებს, რომ სამხედრო იერიში დასახული ამოცანების შესრულებას უახლოვდება და რომ მისი რწმენით გაერო ცეცხლის შეწყვეტის რეზოლუციას მომავალ კვირას უყრის კენჭს. ისრაელს, ჰეზბოლას განიარაღება და პარტიზანების სამხრთ ლიბანიდან გაყრა სურს.

XS
SM
MD
LG