ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ აღიარებს !


ელენე ბარათაშვილი თბილისი 1.08.2006.

ყველაზე აქტუალურ საკითხად საქართველოში კვლავ კოდორის ხეობის თემა რჩება.ხეობაში საპოლიციო ოპერაცია არ დასრულებულა, თავად ემზარ კვიციანი რუსეთში იმყოფება. - მხოლოდ ის ფაქტი, რომ პოლიციური ოპერაციის დროს რუსეთის მხარე კვიციანს ჯერ სოხუმში, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაში დაეხმარა, აშკარად მიუთითებს, რომ კვიციანს მჭიდრო კავშირი ჰქონდა რუსეთის სპეცსამსახურებთან, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა. - რუსეთმა კოდორის ხეობაში საერთაშორისო მონიტორინგის ჩატარება მოითხოვა, რაზეც თბილისი პასუხობს, რომ ეს შესაძლებელი გუდაუთას ბაზის ინსპექტირების შემდეგ გახდება, რასაც თბილისი ბო;ო 2 წლის განმავლობაში მოითხოვს უშედეგოდ. - მიუხედავად იმისა,რომ კოდორის ხეობაში საპოლიციო ოპერაცია არ დასრულებულა, ამ დღეებში კოდორში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის 15 კაციანი ჯგუფი გაემგზავრება, რომელიც ადგილზე გაარკვევს, რა პირობებში მოუწევს საქმიანობა ხეობაში, კონკრეტულად სად, როგორ განთავსდებიან და ა.შ. პრეზიდენტის ბრძანებით, ხეობაში მათ გადასასვლელად ყველა პირობა შემოდგომისთვის უნდა მომზადდეს, ვინაიდან ხეობა აფხაზეთის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად გამოცხადდა. - ხვალ, 2 აგვისტოს სოხუმში გაიმართება რიგით მეორე განახლებული საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, რომელზეც ქართულ მხარეს უხელმძღვანელებს სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში მერაბ ანთაძე. აფხაზურ მხარეს, დე-ფაქტო საგარეო მინისტრი სერგეი შამბა. სხდომაზე მხარეები ბოლო პერიოდში კონფლიქტის ზონებში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. - თბილისი 2 დღიანი ვიზიტის შემდეგ აშშ სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეტ ბრაიზამ დატოვა. ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ქართული ოპოზიციის განცხადებით ბრაიზას თბილისში დაუგეგმავი ჩამოსვლა გამოწვეული იყო ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან და ამ მოვლენების შედეგებთან, ოპოზიციის თქმით ბრაიზა თბილისში მთავრობისთვის ყურის ასაწევად ჩამოვიდა. თავად ბრაიზამ თბილისში მოულოდნელი ჩამოსვლა იმით ახსნა, რომ ახლოს, მთიან ყარაბახში იმყოფრბოდა და შესაძლებლობა გამოიყენა.

XS
SM
MD
LG