ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ლიბანში მიმდინარე სამხედრო კამპანიას აფართოვებს


ისრაელმა ლიბანში ახალ ობიექტებზე მიიტანა იერიში. განახლებული სამხედრო კამპანია ლიბანის შეიარაღებული დაჯგუფება-ჰეზბოლას განადგურებას და ორი დატყვევებული ებრაელი ჯარისკაცის განთავისუფლებას ისახავს მიზნად.

ლიბანის მთავრობა აცხადებს, რომ ისრაელის საბრძოლო თვითმვრინავები ბეირუთის საერთაშoრისო აეროპორტს კვლავ დაესხნენ თავს, რაც ბოლო 24 საათის განმავლობაში მესამე შემთხვევაა.

ისრაელმა ასევე განახორციელა საჰაერო თავდასხმები ბეირუთის შემოგარენში არსებულ ჰეზბოლას შტაბბინაზე. ლიბანის უშიშროების ძალები აცხადებენ, რომ ამ თავდასხმებისას სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და 50 ზე მეტი დაიჭრა. დაზიანდა ხიდი, ელექტროსადგურთან მდებარე საწვავის საწყობი ობიექტი და აეროპორტთან მიმავალი მთავარი გზატკეცილი.

ისრაელის არმიის განცხადებით, ჰეზბოლას პარტიზანებმა 20 რაკეტა დაუშინეს ისრაელის ქალაქებს, რის შედეგად დაშავდა 11 ადამიანი. დღეს, უფრო ადრე, ისრაელმა ბეირუთისა და სირიის დედაქალაქის დამაკავშირებელი გზატკეცილი დაბომბა, რამაც ლიბანი ფაქტობრივად იზოლაციაში მოაქცია. ლიბანელი ოფიციალური პირების განცადებთი, 50ზე მეტი ადამიანი დაიღუპა ისრაელის მიერ ჰეზბოლას წინააღმდეგ განხროციელებულ თავდასხმებში. ისრაელმა კი ჰეზბოლას მიერ განხორციელებული იერიშისას 8 ჯარისკაცი და 2 სამოქალაქo პირი დაკარგა.

XS
SM
MD
LG