ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს ბომბეიში სამგზავრო მატარებელში მოწყობილი ტერაქტები.


პრეზიდენტმა ბუშმა ამ თავდასხმას უდანაშალო ადამიანების წინააღმდეგ მიმართული მხეცობა უწოდა, რომელიც კიდევ უფრო ამტკიცებს საერთაშორისო საზოგადოების გადაწყვეტილებას ერთობლივი ძალებით იბრძოლოს ტერორიზმის წინააღმდეგ.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ტონი ბლერს ეს თავადსხმები ტერორიზმის სასტიკ და სამარცხვინო გამოვლინებად მიაჩნია.

გაეროს გენერალური მდივანის კოფი ანანის განცხადებით ეს არაადამიანური თავადსხმები კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ტერორიზმი მთელი მსოფლიოს მშვიდობას და უშიშროებას ემუქრება.

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა და პრემიერ-მინისტრმა შაუკატ აზიზმა ამ თავდასმებს ყველაზე უფრო თავხედური და გამომწვევი ტერაქტები უწოდეს.

თავის მხრივ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დოუნერმა მწუხარება გამოხატა უდანაშაულო ადამიანების უაზრო დახოცვის გამო.

XS
SM
MD
LG