ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის საინფორმაციო წყაროები შამილ ბასაევის დაღუპვის შესახებ იტყობინებიან


რუსეთის უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ვლადიმირ პატრუშევმა ამის შესახებ უკვე მოახსენა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. ამ ინფორმაციით ბასაევი ინგუშეთში განხორციელებული ოპერაციის დროს მოკლეს.

ჯერ-ჯერობით უცნობია არის თუ არა ეს შემთხვევა ინგუშეთში სატვირთო მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებული, რომლის დროსაც ოთხი მოჯახედი დაიღუპა. რუსეთის ხელისუფლების განცხადებით ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთულ ავტომობილში

ამ მასალის დეტონაცია მოხდა ნაზრანის რაიონის სოფელ ეკაჟევოს მახლობლად.

რუსეთის ხელისუფლების განცხადებით იარაღი და ასაფეთქებელი მასალა ჩრდილოეთ კავკასიაში ტერაქტების მოსაწყობად იყო გამიზნული.

XS
SM
MD
LG