ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალის სასულიერო სასამართლოებს ახალი ლიდერი ჰყავს


სომალის ისლამურმა სასამართლოებმა პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ რადიკალური მიმართულების სასულიერი პირი დაასახელეს. შეიხ ჰასან დაჰირ აუეისის ამ პოსტზე დანიშვნა გუშინ, მოგადიშოში გამართული ისლამური მთავრობის შეხვედრაზე მოხდა. ვაშინგტონი აუეისს ტერორისტად მიიჩნევს, ვისაც ოსამა ბინ ლადენის ტერორისტულ ქსელთთან აქვს კავშირი. ამავე შეხვედრაზე, ისლამური ორგანიზაციის წევრებმა გადაწყვიტეს ორგანიზაცია პარლამენტად გარდაქმნან, რომელსაც ისლამური სასამრთლოების საბჭო დაერქმევა.

ამგვარი პარლამენტის წევრად უკვე არჩეულია 88 ადამიანი, და მისი მთავარი ფუნქცია იქნება ქვეყნის შარიათის სასამართლოების ზედამხედველობა. ახალი თავმჯდომარე კი თავად მკაცრი ისლამური მთავრობის მხარდამჭერია. იგი ამ პოსტზე ზომიერ ისლამისტ ლიდერს, შეიხ შარიფ შეიხ აჰმადს შესცვლის.

XS
SM
MD
LG