ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბილ გეიტსი მაიკროსოფტის კომპანიის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებას აპირებს.


50 წელს მიღწეულმა ბილ გეიტსმა, რევოლუცია კომპიუტერულ ინდუსტრიაში ერთხელ უკვე მოახდინა. ახლა იგი სხვა ცვლილებებსაც აპირებს, თუმცა სულ სხვა კუთხით.

“ცვლილება, რომელსაც დღეს ვაპირებ ჩემი პენსიაში გასვლა სულაც არ არის. ეს უბრალოდ ჩემი პრიორიტეტების მწუობრ რიგში ჩაყენების მცდელობაა”. ამბობს გეიტსი.

სიეტლში, მაიკროსოფტის სათაო ოფისში გამოსვლისას, მან განაცხადა, რომ საქველმოქმედო საქმიანობის სანაცვლოდ, კომპანიის თავკაცის პოსტის დათმობას აპირებს. გეიტსმა აღნიშნა, რომ:

“ჭკვიან, სწორი ხედვის მქონე თავდადებულ ხალხს, დიდი გარდაქმნების გამოწვევა ძალუძს. ტექნოლოგიური მიღწევებით სარგებლობა ყველას უნდა შეეძლოს და არა მხოლოდ პრივილეგირებულებს”. ციტატის დასასრული.

მაიკროსოფტის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა სტივ ბალმერმა კი განაცხადა, რომ 50 წლის გეიტსი მისი სიტყვებით, რომ ვთთქვათ “მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი ფილანტროპია” და ახლა იგი მთელს თავის დროს ამ საქმეს მოახმარს.

გასული ათწლეული ბატონმა გეიტსმა განვითარებად ქვეყნებში ჯანმრთელობის დაცვის სისტემის გამოსწორების საქმეს შეალია. 11 წლის წინ გეიტსმა და მისმა მეუღლემ მელინდამ შექმნეს ფონდი, რომელიც შიდსის, მალარიისა და სხვა მომაკვდინებელი, გადამდები დაავადებების აღმოფხვრას ისახავს მიზნად.

“ჩვენი ფონდის მიერ მედიკამენტებისა და გადამდები დაავადებების წინააღმდეგ ვაქცინების გავრცელებას, ნამდვილად ძალუძს ბავშვების მომავლის შეცვლა აფრიკაში.” ამბობს მელინდა გეიტსი.

ზოგი ანლიტიკოსის აზრით, ბილ გეიტსის ჩამოშორება ყოველდრიური საქმიანობიდან, მაიკროსოფტის კომპანიის ბიზნესსა და სტრატეგიაზე გავლენას თითქმის არ იქონიებს. ასოშიეიტედ პრესის სააგენტოს ტექნოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული განყოფილების რედაქტორის მეთიუ ფორდელის თქმით, მიუხედავად იმისა თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ბილ გეიტსის, როგორც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კომპიუტერთა საოპერაციო სისტემის შემქნელის რეპუტაციას, ვეღარაფერი ვერ შეცვლის.

“ის ფაქტი, რომ გეიტსი კომპანიის თავმჯდომარის პოსტს ინარჩუნებს იმას ნიშნავს, რომ ხალხისათვის მაიკროსოფტი მაინც მის სახელთან იქნება ასოცირებული. მიუხედავად იმისა, რომ ბილ გეიტსის ტაქტიკით ბევრი უკმაყოფილო იყო, ბევრი კი პირიქით აღფრთოვანებული. გეიტსის მიერ წარმატების მიღწევას ორივე მხარე აღიარებდა”. ამბობს მეთიუ ფორდელი.

“ახლა იგი საყვარელ საქმეს დაუთმობს ძირითად დროს. სასურველის ლაზათიანად განსახორციელებლად მას დიდძალი ფული და გამჭრიახი გონება აქვს”.

ამბობს ჟურნალ ვაიერდის ჟურნალისტი ფრედ ფოგელსტაინი. რომელიც დარწმუნებულია, რომ 50 მილიარდი დოლარის მფლობი, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი საკუთარ რესურსებს ბრძნულად გამოიყენებს.

ბილ და მელინდა გეიტსების ფონდი 29 მილიარდ დოლარს აკონტროლებს. რაც საკმაოდ აღემატება მსოფლიოს ბევრი განვითარებადი ქვეყნის ერთობლივ ეროვნულ შემოსავალს. ფონდი მსოფლიოს უდიდეს ფილანტროპიულ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელმაც საქველმოქმედო დანიშნულებით, 1995 წელს მოყოლებული უკვე 10 მილიარდი დოლარი გასცა.

XS
SM
MD
LG