ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში !


თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ჩამოვიდა, თავდაცვისა და , უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტების თავმჯდომარეთა მაიკლ კლეპჰემის და ჯოელ ჰეფლის ხელმძღვანელობით. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია ვიზიტისას ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს , რეფორმების მიმდინარეობას შეისწავლის.

ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტზე „ საქართველოში ნატო-ს საინფორმაციო ცენტრის“ დირექტორი თორნიკე შარაშენიძე გვესაუბრება.

თ.შარაშენიძე : „ ისინი სწავლობენ აქ ვითარებას და შემდეგ თავიანთ მოსაზრებებს საპარლამენტო ასამბლეას მოახსენებენ, რომელმაც უნდა გამართოს სხდომა შემოდგომაზე, ნოემბერში. იმ სხდომაზე აისახება მათი ანგარიში საქართველოზე, აისახება დოკუმენტებში, რომლებსაც განიხილავს შემდეგ ასამბლეა რომელიც, თავისთავად, იტყვის ძალიან მნიშვნელოვან სიტყვას საქართველოსთან მიმართებაში.

- ჩვენ გაგვაჩნია სურვილი და ენთუზიაზმი, რომ მივიღოთ ინტენსიური დიალოგი , შემდეგ კი გაწევრიანების სამოქმედო გეგმა , რომელიც ფორმალური ეტაპია ნატო-ში გაწევრიანების, ფორმალური ინსტრუმენტია. ჩვენ გვინდა წავიწიოთ წინ. ამ მხრივ იმედია, იქნება შემხვედრი ნაბიჯები საპარლამენტო ასამბლეიდან.

საპარლამენტო ასამბლეიდან, როგორც მოგეხსენებათ, ამგვარი ნაბიჯები ორიოდე კვირის წინ გადაიდგა, მათ მიიღეს ჩვენთვის ძალიან კარგი, დამაიმედებელი განცხადება, როცა მოუწოდეს ნატო-ს, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე მოგვცენ ინტენსიური დიალოგი...“.

XS
SM
MD
LG