ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონმა გუანტანამოს საპყრობილეში დაღუპულების იდენტიფიკაცია მოახდინა


პენტაგონის განცხადებით, გუანტანამოს სამხედრო ბაზის საპყრობილის, იმ სამი პატიმრის იდენტიფიკაცია მოხდა, რომლებმაც თავი ჩამოიხრჩვეს.

ამ განცხადების თანახმად, თვითმკვლელობები ალბათ პატიმრების სხვა ციხეებში გადაყვანის გადაწყვეტილებამ გამოიწვია. პენტაგონის ამ ინფორმაციის თანახმად საუდის არაბეთის მოქალაქეს მანი ალ-უტაიბის სხვა ქვეყნის საპყრობილეში გადაყვანას უპირებდნენ. პენტაგონს არ დაუზუსტებია თუ რა ქვეყანაზეა საუბარი.

მანამდე პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა, რომ გუანტანამოს სამხედრო ბაზის დაკავების ცენტრიდან ზოგი პატიმრის შამშობლოში დაბრუნებას, ხოლო ზოგის კი შეერთებულ შტატებში გასამართლებას აპირებს.

ამერიკელი სამხედროების ინფორმაციით, უტაიბი ჯამა ალ ტაბლიღის ექსტრიმისტული ორგანიზაციის წევრი იყო. ეს ორგანიზაცია ალ-ყაედასა და სხვა ტერორისტული ჯგუფების მოხალისეთა რიგების შევსებას უწყობს ხელს.

მეორე თვითმკვლელი, ასევევ საუდის არაბეთის მოქალაქე იასარ ალ-ზაჰრანია. ამერიკელები ამბობენ, რომ იგი ავღანეთში თალიბებთან ერთად იბრძოდა. მესამე თვითმკვლელს, იემენელ ალი აბდულა აჰმედს კი ამერიკელი სამხედროები ალ-ყაედას ორგანიზაციის საშუალო რანგის წევრად აცხადებენ.

XS
SM
MD
LG