ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

16-17 ივნისს თბილისში ფესტივალი "მზიური" ჩატარდება


16 და 17 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდება ხელოვნების ფესტივალი “მზიური”, სადაც თავს მოიყრის გასული წლის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, ცატარდება კონცერტები, გამოფენები, კინოს ჩვენებები, ლიტერატურული კითხვა, პოეზია და ა.შ. ერთი სიტყვით ორი დღის განმავლობაში თბილისის ერთი პატარა კუთხე, ბაღი ხელოვნებით იცხოვრებს. ფესტივალის შესახებ, მისი დამფუძნებელი და იდეის ავტორი, დრამატული თეატრის რეჟისორი ნიკა შველიძე გვიამბობს.

ნიკა შველიძე – 2000 წელს პირველად ჩავატარეთ “მზიურის”ფესტივალი. გვინდოდა ერთობლივი აქცია გაგვეკეთებინა, სადაც ყველა გავერთიანდებოდით. ჩვენ შემოგვიერთდნენ სტუდენტები აკადემიიდან, სხვადასხვა ინსტიტუტებიდან და ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან. ჩვენი მიზანი იყო გაგვეერთაინებინა და წარმოგვედგინა, შემაჯამებელი, დაგროვილი წლის ხელოვნება."

იმიტომ რომ ცხელა, იმიტომ რომ ბევრი მუსიკაა, ფესტივალი ყოველთვის ასოციაციას იწვევს 60-იან წლებში ამერიკაში ჩატარებულ ლეგენდარულ კონცერტთან “ვუდსტოკი”. გარდა იმისა, რომ მთელი მზიურის ტერიტორიაზე ადამიანები გაშლილად წვანან ბალახზე და თავისუფლების სურნელი ასე თუ ისე იგრძნობა, რა აქვს საერთი ფესტივალს “ვუდსტოკთან”?

ნიკა შველიძე – საერთო ალბათ არის ის, რომ ჩვენთანაც კრიზისი იყო იმ დროს, არც ერთი ფესტივალი მაშინ არ ტარდებოდა და შეიძლება ითქვას რომ გარკვეულწილად, ჩვენი ფესტივალი პატარა პროტესტის ფონსაც ატარებდა. ერთერთ ფესტივალზე, ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, ასე ვთქვათ ფესტივალის დეცენტრალიზება და კონცერტები, გამოფენები და ლიტერატურული კითხვები საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩაატარეს. რატომღაც ეს ტრადიციად არ დამკვიდრდა. რა იყო ამის მიზეზი?

ნიკა შველიძე _ უამრავმა ადამიანმა ვერ მოახერხა ჩამოსვლა, გვირეკვადნენ და გვეუბნებოდნენ, რომ სხვადასხვა ობიექტური მიზეზების გამო ისინი ჩვენს ფესტივალზე ვერ ჩამოვიდნენ. ამიტომ ერთ წელლს გადავწყვიტეთ ჩვენთვითონ ჩავსულიყავით მათთან. მივედით რკინიგზის დეპარტამენტში, რომელთაც ჩემთვის ახლაც გაუგებარია, ისე ადვილად დაგვითმეს მატარებელი ერთი კვირით და გამოგვიყვეს ჩვენი ლიანდაგი, ანუ მარშრუტი და ჩავედით სხვადასხვა ქალაქებში. შემდეგი წლიდან მათ მოინდომეს ამ ფესტივალის პოლიტიზირება და მივხვდით რომ მატარებელს, ე.წ. “აგიტპოეზდის” სახე ექმნებოდა და ამიტომ უარი განვაცხადეთ. აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ ეს ტრადიცია ვეღარ გაგრძელდა. და ბოლოს, რა იქნება წელს, რას შემოგვთავაზებენ ფესტივალის ორგანიზატორები?

ნიკა შველიძე – წელს ერთი მთლიანი დღე დაეთმობა ირაკლი ჩარკვიანს. როგორც ცნობილია გამოვიდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრიბიუტი, ამიტომ იქნება ეს კონცერტი, ფილმი იქნება ნაჩვენები ირაკლიზე, იქნება მისი ფოტოები, ლექსები და მთლიანად ერთ დღეს მზიური ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნას მიუძღვნის. შხვა დანარჩენი იქნება ისე, როგორც არის ხოლმე... ასევე იქნება კიდევ ბევრი მუსიკა, ლიტერატურა, პოეზია, ფერწერა, ფოტოხელოვნება და ა.შ. ერთი სიტყვით, მზიურის ფესტივალი, რომელსაც წელს უკვე მეორედ ჟურნალი “ანაბეჭდი” უწევს ორგანიზებას, კიდევ ერთხელ გაართობს და გაამხიარულებს ცხელ ზაფხულში თბილისში მყოფ ახალგაზრდობას. ორი დღის განმავლობაში, ფეხბურთით გართობილ საზოგაოდებას საშუალება ექნება ხელოვნებითაც გაირთოს თავი.

XS
SM
MD
LG