ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხვალ ირანს ბირთვული პროგრამის შეწყვეტის საკომპენსაციო პაკეტს შესთავაზებენ


ხვალ ირანს ურანის გამდიდრებაზე მუშაობის შეწყვეტის შემთხვევაში, საკომპენსაციო პაკეტს შესთავაზებენ. ამ მისიით თეირანს ევროკავშირის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი ხავიერ სოლანა გაემგზავრა.

ჯერ-ჯერობით გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების მიერ შემუშავებული წინადადების დეტალები ცნობილი არაა. თუმცა ფიქრობენ, რომ აქ იმ სახის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ დახმარებაზეა საუბარი, რომელიც ირანს ბირთვულ პროგრამაზე უარს ათქმევინებს, ხოლო ირანის მიერ შეთავაზებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გეგმა უთუოდ ითვალისწინებს სანქციებს თეირანის წინააღმდეგ.

ირანის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი წინადადებას განიხილავენ, მაგრამ ბირთული პროგრამის შეწყვეტას არ აპირებენ.

XS
SM
MD
LG