ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბუქარესტში შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების სამიტი გაიხსნა


ბუქარესტში შავი ზღვის ქვეყანების სამიტზე დასასწრებად, რეგიონის 10-თი ქვეყნის ლიდერები შეიკრიბნენ.

დღეს ისინი ძირითადად ენერგიის მიწოდების ახალი გზებისა და შუა აზიიდან ევროპაში ენერგიის სტაბილური მიწოდების ირგვლივ ისაუბრებენ.

სამიტის მონაწილეები აგრეთვე ტერორიზმისა და გარემოს დაცვის საკითხებსაც შეეხებიან.

სამიტს რუმინეთის, საქართველოს, უკრაინის, სომხეთის, მოლდოვისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები და საბერძნეთის, ბულგარეთის, ლიტვისა და თურქეtის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებიან.

ელიან, რომ სამიტზე სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები მთიანი ყარაბაღის სტატუსის შესახებაც ისაუბრებენ.

XS
SM
MD
LG