ჯერ-ჯერობით ახალი ამბების მიღება მობილურ ტელეფონებზე შესაძლებელია მხოლოდ ინგლისურ ენაზე. თუმც, რამოდენიმე კვირაში ეს მომსახურება სხვა ენებზეც, მათ შორის ქართულ ენაზეც დაიწყება. იმისათვით, რომ ინფორმაცია მიიღოთ იმ მობილურ ტელეფონებზე, რომლებიც ჩართულია ინტერნეტ ქსელში უნდა აკრიფოთ მისამართი : www. voamobile.com.
ამერიკის ხმას მსოფლიოში ას მილიონზე მეტი ადამიანი უსმენს და იგი დაახლოებით კვირაში ათას საათზე მეტი ხნის განმავლობაში გადასცემს ახალ ამბებს. ამერიკის ხმა 44 ენაზე ავრცელებს ინფორმაციას.