ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მორიგი ტერაქტი ერაყში, არის მსხვერპლი


მანქანაში ჩამონტაჟებული ნაღმის აფეთქებას ბაღდადში 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაიჭრა 7 სხვა. პოლიციის განცხადებით, აფეთქებას ხალხმრავალ ავტობუსების სადგურთან , ბაღდადის დორას უბანში ჰქონდა ადგილი. ეს კიდევ ერთი შეტაკებაა მაშინ როცა ერაყის ერთიანი მთავრობის წარმომადგენლები და პრემიერ მიისტრი ნური ალ მალიკი საკვანძო მნიშვნელობის პოსტებზე კანდიდატურების დანიშვნისთვის იბრძვიან.

ბატონმა მალიკიმ კვირის დასაწყისში პირობა დასდო, რომ კანდიდატურები შაბათამდე დასახელდებოდა, თუმცა პარლამენტის წევრები უკვე აცხადებენ , რომ ჯერჯერობით ვერანაირი შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ამ ფონზე, ამერიკელი და ერაყელი სამხედროები აცხადებენ, რომ ამერიკელი საზღვაო ქვეითი გუშინ ალ ანბარის პროვინციაში განხორციელებული ოპერაციისას დაიღუპა.

XS
SM
MD
LG