აშშ-ის სახ-დეპმა განაცხადა, რომ აშშ-ის მთავრობას არანაირი წვლილი არ მიუძღვის გუგლის გადაწყვეტილებაში შეწყდეს მისი საიტების ცენზურა ჩინეთში. როგორც სახ-დეპის რწმუნებულმა განაცხადა, გუგლმა ეს გადაწყვეტილება ბიზნეს მოსაზრებებით მიიღო. მისივე თქმით ვაშინგტონი კვლავაც გააგრძელებს მოლაპარაკებას პეკინთან ინტერნეტის თავისუფლებისა და ჩინეთში ინფორმაციის თავისუფლად გაზიარების შესახებ. გუგლმა დახურა მისი ჩინეთის ვებ-პორტალი და ჩინელი მომხმარებლების მოთხოვნების ჰონ-კონგის ვებ-საიტზე მიმართვა დაიწყო, რომელზეც ჩინური ცენზურა ვერ ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებით მაინც ვერ მოხდა ჩინური ინტერნეტის სრულიად განთავისუფლება ცენზურისაგან. ოფიციალური პეკინი საკუთარ კომპიუტერულ სისტემას იყენებს, რათა მომხმარებელი ვერ მიწვდეს იმ ვებ-გვერდებს, სადაც პეკინის აზრით განთავსებულია მისთვის მიუღებული პოლიტიკური მასალები.