ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთის უშიშროების ძალების წვრთნის პროცედურაში


ახლო აღმოსავლეთში და ცენტრალურ აზიაში ამერიკული შეიარაღებული ძალების მეთაურმა წარმომადგენელთა პალატას განუცხადა, რომ ცვლილებები იქნება შეტანილი ავღანეთის უშიშროების ძალები წვრთნის სისტემაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ის შეცდომები, რომლებიც ამ დარგში ერაყში იქნა დაშვებული. მანვე აღნიშნა, რომ ხელფასების მომატებამ და პრემიებმა კარგი შედეგები გამოიღო ადგილობრივ შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ ჯერ მაინც ადრეა იმაზე საუბარი მართლაც შესძლებენ თუ არა ავღანეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის კონტროლის ხელში აღებას, მას შემდეგ რაც ამერიკელები დატოვებენ ავღანეთს. გენერალმა პეტრეუსმა განკარგულება გასცა ავღანეთში ამერიკული სპეც-დანიშნულების ძალების გენერალ სტენლი მაკკრისტალის დაქვემდებარებაში გადაყვანისა.

XS
SM
MD
LG