ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო დადებითად აფასებს ერაყის არჩევნებს


გაეროს უშიშროების საბჭომ საგანგებოდ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერაყის საპარლამენტო არჩევნები კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ქვეყნის ერთობისა და დამოუკიდებლობის მიმართულებით. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებით ერაყელებმა მთელ მსოფლიოს დაანახეს, რომ სურთ კვლავაც გაგრძელდეს დემოკრატიული პოლიტიკური პროცესი. ამ რამოდენიმე დღეში ზუსტად გაირკვევა თუ როგორ განაწილდება 325 ადგილი ერაყის პარლამენტში. შეგახსენებთ, რომ 6,000-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა არჩევნებში. ვარაუდის თანახმად ხმათა დიდ უმრავლესობას ვერცერთი პოლიტიკური ფრაქცია ვერ მოიპოვებს. კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას კი როგორც სჩანს თვეები დასჭირდება. პრემიერ-მინისტრ ნური ალ მალიკს ერაყის ეროვნული ალიანსი და შიითებისა და სუნიტებისაგან შემდგარი ირაკიას სახელით ცნობლი პოლიტიკური ფრაქცია უპირისპირდება.

XS
SM
MD
LG