ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ამერიკული რაკეტსაწინაღო სისტემა რუსეთზეა დამიზნებული" - აცხადებს რუსი გენერალი


როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალმა ნიკოლაი მაკაროვმა განაცხადა რუსეთის ტელევიზიით აშშ-ს რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემა, რომელიც ევროპაში უნდა გაიშალოს რუსეთზეა მიმართული, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი ამას უარყოფს. მისივე თქმით აშშ-ს ეს გეგმა ძირს უთხრის რუსეთის უშიშროებას, ასუსტებს მის არსენალს და აყოვნებს შეიარაღებისადმი კონტროლის ახალი პაქტის დადებას. თეთრი სახლის რწმუნებულმა რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ იმის მტკიცება თითქოს რაკეტსაწინაღო სათავდაცვო სისტემის გეგმა შეიარაღებისადმი ახალი პაქტის დადებას უშლის ხელს არ შეესაბამება სიმართლეს. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა არა ერთხელ განუცხადეს რუსეთის მთავრობას, რომ ამ რაკეტსაწინაღო სისტემის მიზანია ირანიდან მომდინარე საფრთხის გაუვნებელყოფა და იგი არავითარ შემთხვევაში არავითარ საფრთხეს არ უქმნის რუსეთს ან ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს.

XS
SM
MD
LG