ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთის პრემიერ-მინისტრის რუსეთში ვიზიტი


_”აშკარაა, რომ თურქეთი ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში ძალიან გააქტიურდა პოლიტიკურ ასპარეზზე. ამას აქვს ორი მიზეზი - პირველი არის ის, რომ თურქეთი ეკონომიურად ძალიან მოძლიერდა და მეორე ის, რომ თურქეთი წლების მანძილზე ცდილობს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ამ ფონზე თურქეთი კვლავაც რჩება ევროპის პარტნიორი და ცდილობს ევროპულ ინსტიტუტებში ინტეგრაციას და მეორეს მხრივ აგრძელებს რუსეთთან თანამშრომლობასგანსაკუთრებით ენერგეტიკულ საკითხებში. თურქეთმა რამოდენიმე თვის წინ გააჟღერა, რომ მას სურს იყოს ევროპის მომმარაგებელი გაზისადა ნავთობის საკითხებში და შექმნას რეზერვუარები თავის ტერიტორიაზე. თუ თურქეთი გახსნის თავის ტერიტორიაზე ენერგორესურსების ბაზას და ის გახდება გადამყიდველი, მაშინ რუსეთსა და თურქეთს შეუძლიათ მოილაპარაონ და ორივემ ერთი ფასი შესთავაზოს ევროპას, რაც ევროპისთვის ეს ბუნებრივად გამოიწვევს ფასბუს ზრდას. ამის გამო შესაძლოა, რო თურქეთი რუსეთთან ურთიერთობით უფრო მეტად სიგნალს აძლევს ევროპას, რომ შესაძლებელია ასეთი სახის ურთიერთობის დამყარება რუსეთთან. მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების საკითხები კიდევ უფრო აქტუალური გახდა 2008 წლის აგვსტოს ომის შემდგომ. მოგეხსენებათ, რომ რუსეთი რეალურად ფლობს ძირითად ბერკეტებს სამხრეთ კავკასიაში. ჩემის აზრით თურქეთიც დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასიაზე მასაც ჰქონდეს გარკვეული ზეგავლენა და ეს ბუნებრივია, რადგანაცთურქეთი რეგიონში არის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო”.- აღნიშნა ბატონმა ირაკლიმ.

XS
SM
MD
LG