ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპი კონგრესისგან ეკონომიკის სტიმულირების კანონპროექტის შესწორებას ითხოვს


სამშაბათს, შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაიმუქრა, რომ ხელს არ მოაწერს კონგრესის მიერ მიღებულ კანონპროექტს, რომელიც კორონავირუსის გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად თითქმის 900 მილიარდ დოლარს და მთავრობის წლიური დაფინანსებისთვის 1.4 ტრილიონ დოლარს ითვალისწინებს.



სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში ტრამპმა ხაზი გაუსვა, მისი სიტყვებით “ფლანგვით ხარჯვას” სხვადასხვა პროგრამებზე, რომლებიც შეერთებული შტატების ყოველწლიურ ხარჯვით ნაწილში ჩვეულებრივი ღონისძიებაა. მათ შორისაა ეგვიპტისთვის სამხედრო დახმარება, მუზეუმის დაფინანსება და ფული სასოფლო-სამეურნეო და ველური ბუნებასთან დაკავშირებული ძალისხმევებისთვის.

კორონავირუსთან დაკავშირებული ნაწილის მიმართ პრეზიდენტის კონკრეტული წინააღმდეგობა მიმართული იყო, პანდემიის დროს დაზარალებული მცირე ბიზნესისადმი არასაკმარის დახმარებაზე და ამერიკის მოქალაქეებისთვის პირდაპირი ჩარიცხვების მოცულობაზე.

კანონპროექტი, რომელიც კონგრესის ორივე პალატამ ხმების დიდი უმრავლესობით მიიღო, ამერიკელებისთვის ერთჯერად, 600 დოლარის დახმარებას ითვალისწინებს, რაც მარტში გაცემული დახმარების პაკეტის ნახევარია. ტრამპი ამბობს, რომ ამჯერად თითოეულ ადამიანს 2000 დოლარი უნდა მიეცეს.



“კონგრესს ვთხოვ ეს კანონპროექტი შეასწოროს და სასაცილოდ მცირე 600 დოლარი 2000-მდე გაზარდოს, ან წყვილზე 4000 დოლარამდე. ასევე ვთხოვ კონგრესს, კანონპროექტიდან დაუყოვნებლად ამოიღოს ფლანგვითი და არასაჭირო პუნქტები და შესაბამისი კანონპროექტი გამომიგზავნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, “კოვიდზე” დახმარების პაკეტის შემუშავება შემდეგ ადმინისტრაციას მოუწევს", - განაცხადა ტრამპმა.

კანონპროეექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, შესაძლოა შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობა დაიხუროს.

შეერთებული შტატების მთავრობა ამჟამად დროებითი დაფინანსების პირობებში მუშაობს, რომლის მოქმედების ვადა 28 დეკემბერს იწურება.

Facebook Forum

ტვიტერი

XS
SM
MD
LG