ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბანის პარლამენტმა ორ წლიანი კრიზისის შემდეგ პრეზიდენტი აირჩია


მიშელ არონი ლიბანის პრეზიდენთად აირჩიეს
მიშელ არონი ლიბანის პრეზიდენთად აირჩიეს

ლიბანის პარლამენტმა პრეზიდენტად 81 წლის მიშელ აუნი აირჩია, რითაც ლიბანის ისტორიაში ორწლიანი პოლიტიკური კრიზისი დასრულდა. აუნმა, რომელიც ჰეზბოლას მოკავშირეა, 127-დან 83 ხმა მიიღო. მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე სუნიტი ლიდერი უნდა დანიშნოს, პოლიტიკური შეთანხმების თანახმად ამ პოსტს საად ალ -ჰარირი დაიკავებს.

ძალაუფლების გადანაწილების შეთანხმების მიხედვით, ლიბანში პრეზიდენტის პოსტს მარონიტული ქრისტიანი იკავებს.

აუნი პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმის გატარებას დაპირდა მოსახლეობას. მის მხარდაჭერებს ძირითადად განათლებული ახალგაზრდები წარმოადგენენ.

პოლიტიკური ლიდერის წარსული სადაოა 1975-90 წლებში ლიბანის სამოქალაქო ომში მისი როლის გამო.

XS
SM
MD
LG