მექსიკაში დანაშაულთან ბრძოლის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, დაპატიმრებულია ქვეყნის ყველაზე ცნობილი ნარკო-კარტელის ხელმძღვანელი, მიგელ ანგელ ტრევინო. მას მეტსახელით „ზი-40“ იცნობდნენ.
40 წლის ტრევინოს რამდენიმე მძიმე დანაშაულისთვის ეძებდნენ, მათ შორის გატაცება, მკვლელობა და წამების ბრალდებებიც იყო. ნარკო-კარტელის ხელმძღვანელი სასაზღვრო ქალაქ ნუევო ლარედოსთან აიყვანეს. მისი მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 2 მილიონამდე ნაღდი ფული და უამრავი ავტომატური იარაღი. შეერთებულ შტატებს ტრევინოს ადგილსამყოფელის გამხელისთვის 5-მილიონიანი ჯილდო ჰქონდა დაწესებული.