ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრაგედია მექსიკაში


აფეთქების დროს 19 ადამიანი დაიღუპა

მექსიკის ქალაქის გარეუბანში ბუნებრივი აირის სატვირთო მანქანის აფეთქებამ 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ეკატეპეკის ტრასაზე მომხდარი აფეთქების დროს 36 ადამიანი დაშავდა, განადგურდა 15 ავტომობილი და დაიწვა 27 საცხოვრებელი სახლი.

სავარაუდოდ, აირით სავსე სატვირთო მანქანა გზაზე გადაბრუნდა, რის მიზეზსაც პოლიცია იკვლევს. მძღოლი სიკვდილს გადაურჩა, იგი საავადმყოფოშია და მას პოლიცია მალე დაკითხავს.
XS
SM
MD
LG