ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩხუბი მექსიკის საპატიმროში


პატიმრებს შორის არეულობას 11 ადამიანი შეეწირა

მექსიკის ხელისუფლების ცნობით, სან ლუის პოტოსის საპატიმროში მომხდარი არეულობა მსხვერპლით დასრულდა. პატიმრებს შორის ამტყდარი ჩხუბის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა. პროკურატურის ცნობით, პატიმრები თვითნაკეთი დანებით ჩხუბობდნენ. ხელისუფლება მომხდარში ციხის ადმინისტრაციის მოქმედებას იძიებს. მექსიკის საპატიმროებში სხვადასხვა ნარკოკარტელების და კრიმინალური ჯგუფების წარმომადგენლებს შორის ბრძოლები და საქმის გარჩევები გახშირებული მოვლენაა.
XS
SM
MD
LG