ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ამბობს, რომ მისმა ძალებმა სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს


ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის თანახმად, შეერთებული შტატების ძალებმა სირიაში ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს.

ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ მოკლული პირის სახელი ხალის აიდ აჰმად ალ-ჯაბური იყო. ის პასუხისმგებელი იყო ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ მოწყობილ თავდასხმებზე ევროპასა და თურქეთში. მისივე სახელს უკავშირდებოდა თურქეთში დაჯგუფების ხელმძღვანელობის სტრუქტურის შექმნაც.

სირიაში სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ ის მეამბოხეების მიერ კონტროლირებად, ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში დრონის გამოყენებით მიტანილი იერიშით მოკლეს. ამ რეგიონში წლების განმავლობაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სხვა ლიდერებიც იმალებოდნენ, მათ შორის ყოფილი ლიდერი აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც მსგავსი თავდასხმის შედეგად, 2019 წელს მოკლეს.

ცენტრალური სარდლობის ცნობითვე, ამ თავდასხმას სხვა მსხვერპლი არ მოჰყოლია. "ისლამური სახელმწიფო" კი ამ რეგიონშიც და მის ფარგლებს გარეთაც, კვლავ საფრთხეს წარმოადგენს.

XS
SM
MD
LG