ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა სირიაზე საჰაერო იერიში მიიტანა


პარასკევს, გამთენიისას, ისრაელმა დამასკოს მიმართულებით სარაკეტო იერიში განახორციელა. ამის შესახებ სირიის სახელმწიფო მედია იუწყება. თავდასხმები ბოლო ორი დღის განმავლობაში უკვე მეორედ მოხდა.

დაშავებულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ გავრცეელებულა. სახელმწიფო მედია იტყობინება, რომ სირიამ ისრაელის მიერ ნასროლი რაკეტების უდიდესი ნაწილის შეჩერება და ზოგიერთის ჩამოგდება მოახერხა.

როგორც წესი, ისრაელი ძალიან იშვიათად აკეთებს კომენტარს სირიაში განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით და მისი სამიზნეები, ჩვეულებრივ, ირანთან დაკავშირებული ობიექტებია.

ირანის გავლენა სირიაში მას შემდეგ იზრდება, რაც თეირანმა 2011 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომში მხარი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას დაუჭირა.

XS
SM
MD
LG