ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში მართლმსაჯულების რეფორმას აპროტესტებენ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი კოალიცია ქვეყანაში შექმნილ რთულ ვითარებასთან გამკლავებას ცდილობს. გასულ ღამეს მართლმსაჯულების რეფორმის გეგმა მოქალაქეებმა ქუჩებში მასობრივი აქციებით გააპროტესტეს. რეფორმა მართლმსაჯულების სისტემაში დანიშვნებზე პოლიტიკურ კონტროლს გაამკაცრებს და პარლამენტს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების შეცვლის საშუალებას მისცემს.

ნეთაიაჰუს ორშაბათს მოსახლეობისთვის სატელევიზიო ეთერით უნდა მიემართა და წარედგინა ის გეგმა, რომელიც მისი განმარტებით, სამთავრობო სისტემაში ძალთა ბალანსის აღსადგებადაა საჭირო. თუმცა კრიტიკოსების შეფასებით, ის დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.

იცვლის თუ არა ისრაელი პოზიციას?
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:57 0:00

არსებობს ცნობები იმის შესახებაც, რომ ეს გეგმა მის ნაციონალისტურ რელიგიურ კოალიციაშიც განხეთხილებას იწვევს და განცხადების გაკეთება სწორედ მისივე კოალიციის პარტიების მეთაურებთან შეხვედრების გაგრძელების მიზეზით გადაიდო.

იუსტიციის მინისტრი იარივ ლევინი, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ როგორც მმართველი პარტიის წევრი, ის ნეთანიაჰუს მთავრობის გადაწყვეტილებას პატივს სცემს.

"სიტუაცია, როცა ყველა იმას აკეთებს, რაც სურს, მთავრობას კოლაფსით ემუქრება. ჩვენ ყველა უნდა ვეცადოთ მთავრობისა და კოალიციის სტაბილიზებას", - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

ათობით ათასი დემონსტრანტი დაგეგმილი ცვლილებების გასაპროტესტებლად თელავივის და იერუსალიმის ქუჩებში გამოვიდა. ეს ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ქუჩის დემონსტრაციებია. რაც ყველაზე იშვიათია, დემონსტრაციებს ქვეყნის პრეზიდენტიც გამოეხმაურა. ისააკ ჰერცოგმა "ტვიტერზე" განცხადება გამოაქვეყნა და მთავრობას მოუწოდა "ისრაელის ხალხისთვის, პასუხისმგებლობისთვის" საკანონმდებლო პროცესი შეაჩეროს.

XS
SM
MD
LG