ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ცივი ომი ორ ფრონტზე? - არა გმადლობთ, ამბობს ბაიდენი


რესპუბლიკური ოპოზიციის ძლიერი ზეწოლის მიუხედავად, როგორც ჩანს, პრეზიდენტი ბაიდენი ჩინურ საჯაშუშო აეროსტატზე მოზომილი პასუხის შენარჩუნებას გეგმავს.

მიდგომა, როგორც ჩანს, მეორე მთავარ მოწინააღმდეგესთან ესკალაციის თავიდან აცილებას ისახავს მიზნად მაშინ, როცა ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ერთწლიან ომს უმკლავდება.

სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საჰაერო დრამა არ ცვლის ფაქტს, რომ ადმინისტრაცია კონფლიქტის თავიდან აცილებას აპირებს და აგრძელებს ჩინეთთან კომუნიკაციის ღია არხების შენარჩუნებას.

კირბის თქმით, არაფერი შეცვლილა პრეზიდენტის სურვილში, ჩინეთთან არსებული ურთიერთობა უკეთესი მიმართულებით წაიყვანოს, ვიდრე ახლაა.

ეს იმ ფონზე, როცა რესპუბლიკელები, პეკინის მიმართ უფრო მკაცრად პოზიციონირებას ითხოვენ.

„[ბაიდენმა] ჩინეთის საჯაშუშო აეროსტატი, მხოლოდ საზოგადოებრივი ზეწოლის შემდეგ ჩამოაგდო“ - თქვა ჯონ ბარასომ, რესპუბლიკელმა სენატორმა ვაიომინგიდან, სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე. „ეს არის ჩვენი, როგორც ერის მთლიანობის სრული დარღვევა. პრეზიდენტის გულგრილობამ და უმოქმედობამ, აჩვენა სისუსტე არა მხოლოდ ჩინეთის, არამედ მთელი მსოფლიოს მიმართ“ - ამბობს ბარასო.

ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა და დამანგრეველი მიწისძვრა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:19:04 0:00

აშშ-ჩინეთის შორის დაძაბულობა მაღალია მას შემდეგ, რაც 4 თებერვალს, პრეზიდენტმა ბაიდენმა, ჩინური საჯაშუშო აეროსტატის ჩამოგდების ბრძანება გასცა. ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოწყობილობა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საერთაშორისო „მაღალი სიმაღლის ბუშტების პროგრამაა, დაზვერვის შეგროვებისთვის“. პეკინი ირწმუნება, რომ ეს სამოქალაქო საჰაერო ხომალდი იყო, რომელიც მეტეოროლოგიური კვლევისთვის გამოიყენებოდა.

კირბი აცხადებს, რომ ადმინისტრაციის მიდგომა მისი მოწინააღმდეგეების მიმართ არ შეცვლილა და ოქტომბერში გამოქვეყნებულ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაზე მიათითებს. სტრატეგია განსაზრღვრავს აშშ-ის მთავარ გამოწვევებს, როგორც კონკურენციას რუსეთთან და ჩინეთთან, გლობალური წესრიგის ჩამოყალიბებაში, ასევე მოკავშირეებთან და მოწინააღმდგეებთან მუშაობას ტრანსნაციონალურ პრობლემებზე, - როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ენერგიის დეფიციტი და ინფლაცია.

„მე მზად ვარ ვიმუშაო ჩინეთთან, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავაძლიეროთ ამერიკის ინტერესები და სარგებელი მივიღოთ მსოფლიოსთვის“ - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა წარმომადგენელტა პალატაში, ერისადმი მიმართვისას. ერისადმი მიმართვას, რამდენიმე დღით წინ უსწრებდა ამერიკელი სამხედროების მიერ, ჩინური საჯაშუშო აეროსტატის ჩამოგდება. „როგორც გასულ კვირას ცხადად ვაჩვენეთ, თუ ჩინეთი ჩვენს სუვერენიტეტს დაემუწრება, ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის დასაცავად. ასეც მოვიქეცით“ - თქვა ბაიდენმა.

ესკალაციის თავიდან აცილების სტიმული

ბაიდენს აქვს სტიმული, თავიდან აირიდოს ჩინეთთან ესკალაცია. მისი ადმინისტრაცია უკვე ცდილობს მართოს ნატოს პასუხი, უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე. ამასთან ვაშინგტონი სხვა საგარეო პოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას, მათ შორისაა ჩრიდილოეთ კორეისა და ირანის ბირთვული პროგრამები, არასტაბილურობა ახლო აღმოსავლეთში.

ადმინისტრაციამ 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის წინააღმეგეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან, კიევის უსაფრთხოების დასახმარებლად, 27,1 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

ამ ფონზე, პეკინმა მოსკოვის ანტიდასავლური პროპაგანდა გაავრცელა და რუსეთთან ვაჭრობა გაძლიერა, მაგრამ ომის ძალისხმევაში პუტინს პირდაპირ სამხედრო მხარდაჭერას არ უწევს. მათ შორის არ დაეხმარა რუსულ სახელმწიფო ბანკებს, თავი აარიდონ მკაცრ დასავლურ სანქციებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციას სურს დარწმუნდეს, რომ პეკინი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის გარეთ დარჩება - ეს არის ერთ-ერთი მთავარი სივრცე, სადაც ადმინისტრაციას პეკინთან საუბარი სურს. პეკინი, რუსეთს არავითარ პოლიტიკურ, თუ სამხედრო დახმარებას არ უწევს“ - ამბობს „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას „ოლბრაით სთოუნბრიჯის“ ვიცე-პრეზიდენტი.

მიმდინარე კვირაში, ჩინეთის მთავარი დიპლომატი, ვანგ იი მოსკოვში ვიზიტს გეგმავს. პრეზიდენტი სი ძინპინი, მოსკოვს, სავარაუდოდ რამდენიმე თვეში ეწვევა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ადმინისტრაციას შეზღუდული შესაძლებლობები რჩება.

„საუკეთესო, რასაც აშშ შეიძლება იმედოვნებდეს, არის ეფექტურად გაუმკლავდეს რუსეთის მიერ წარმოქმნილ დაუყოვნებლივ საფრთხეს და დაასუსტოს რუსეთი იმ დონემდე, რომ მან არ შექმნას დიდი სამხედრო საფრთხე მეზობლებისთვის და შემდეგ ყურადღება მიაქციოს ბევრად უფრო სერიოზულ გამოწვევას, რომელსაც ჩინეთი უქმნის. ”- თქვა დევიდ საქსმა, „საგარეო ურთიერთობათა საბჭოს“ მკვლევარმა, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას.

პეკინი ასევე დგამს ნაბიჯებს აშშ-ის კიდევ ერთ მოწინააღმდეგესთან - ირანთან. მიმდინარე კვირაში, ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი თეირანში იმყოფებოდა. ჩინეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, სი ძინპინმა დაიცვა ირანის უფლება, დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.

„რასაც ჩვენ ვხედავთ არის გრძელვადიანი კონკურენციის წარმოქმნა გლობალურ დასავლეთს, - აშშ-ს, ევროკავშირს, განვითარებულ დემოკრატიებსა და ჩინეთს, რუსეთს, ირანსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას შორის, რომლებიც აღშფოთებულნი არიან, საერთაშორისო სისტემებზე, გლობალური დასავლეთის დომინირებით“ - ამბობს "ამერიკის ხმასთან" საუბრისას „უილსონის ცენტრის“ წარმომადგენელი, რობერტ დეილი.

“Pundit Analytics” აცხადებს, რომ რამდენიმე რესპუბლიკელმა პოლიტიკოსმა, ინციდენტი, წინასაარჩევნო შენატანების გასაზრდელად გამოიყენა და ერთდროულად დაესხა თავს, როგორც ბაიდენს, ასევე პეკინს.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, დეილი ამბობს, რომ დიდი ხანია, აშშ ჩინეთთან ცივი ომის საფეხურზეა.

„ეს არის ჯაშუშური ბუშტის რეალური მნიშვნელობა - არა ის, რომ ის ახალ საფრთხეს უქმნის აშშ-ს, არამედ ის, რომ უფრო მეტი ამერიკელი აწერს ხელს „ჩინეთის საფრთხის“ ნარატივს, რომელიც ადრე ვაშინგტონით შემოიფარგლებოდა“ - თქვა დეილიმ.

თუ ბაიდენი 2024 წელს პრეზიდენტობისთვის კვლავ იბრძოლებს, დამკვირვებლები ამბობენ, რომ ჩინეთის მიმართ სირბილის გამოჩენას, დიდი პოლიტიკური ფასი ექნება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG