ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

4 დაღუპული და 5 დაჭრილი - სროლა მიჩიგანის უნივერსიტეტში


ორშაბათს ღამით, შეიარაღებულმა პირმა, მიჩიგანის უნივერსიტეტის მთავარ კამპუსში ცეცხლი გახსნა. შედეგად დაიღუპა 3 და დაიჭრა 5 ადამიანი. პოლიციის განცხადებით, მოგვიანებით თავდამსხმელმა თავი მოიკლა.

სამართალდამცავების პირველადი ინფორმაციით, 43 წლის თავდამსხმელს უნივერსიტეტთან რაიმე კავშირი არ ჰქონია და ჯერჯერობით უცნობია მისი მოტივიც.

უნივერსიტეტის პოლიციის წარმომადგენლის, კრის როზმანის ცნობით, თავდასხმის დროს დაჭრილების მდგომარეობა კრიტიკულია და ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავებს ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ თავდამსხმელის ვინაობა. „წარმოდგეან არ გვაქვს რატომ მოვიდა კამპუსში და რატომ გააკეთა ეს. საფრთხე აღარ არსებობს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ თავდასხმას მხოლოდ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს“ - თქვა ჟურნალისტებთან საუბრისას როზმანმა.

შტატის პოლიცია თავდასხმის მოტივების დადგენაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG