ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასობრივი მკვლელობების უკან ძირითადად მამაკაცები დგანან - ახალი ანგარიში


ამერიკის საიდუმლო სამსახურის ახალი კვლევით ირკვევა, რომ ამერიკაში მასობრივი სროლებისა და მკვლელობების უკან ძირითადად მამაკაცები დგანან.

ანგარიში, რომელიც 2016-2020 წლებს მოიცავს ამბობს, რომ თავდამსხმელები ხშირად არიან ფსიქიკური პრობლემების მქონდე პირები, რომლებსაც აქვთ ფინანსური პრობლემები ან ოჯახში ძალადობის ისტორია.

დოკუმენტის მიხედვით, ამერიკაში მასობრივი თავდასხმების ნახევარი გამოწვეულია პირადი ან სამსახურში არსებული დავებით/პრობლემებით.

ამერიკის საიდუმლო სამსახურის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი 173 გვერდიანია და მასში 173 მასობრივი თავდასხმაა გაანალიზებული. დოკუმენტის მიხედვით, თავდამსხმელთა სამიზნე ხშირ შემთხვევაში მათი სამუშაო ადგილები, სკოლები, რელიგიური დღესასწაულები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო.

ანგარიშის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობასი დაიღუპა 514, ხოლო დაშავდა 1234 ადამიანი. კვლევა აჩვენებს, რომ თავდამსხმელთა დიდი ნაწილი იყენებდა ცეცხლსასროლ იარაღს, მათ შორის იყვნენ ადამიანები, რომლებსაც ამის უფლება აკრძალული ჰქონდათ.

მოხსენება გამოვიდა მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში 18 ადამიანი დაიღუპა მასობრივი სროლის დროს და საპოლიციო ძალები ეძებდა მოტივებს, მომხდარი თავდასხმების შესახებ.

ბოლო დროს სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამერიკაში მასობრივი სროლები გახშირდა. პრობლემის მოგვარებაზე როგორც დემოკრატები ასევე რესპუბლიკელები ფიქრობენ, თუმცა მათ განსხვავებული პოზიციები აქვთ. დემოკრატი კანონმდებლები ფიქრობენ, რომ იარაღზე კონტროლი გამკაცრდეს, ხოლო რესპუბლიკელ კანონმდებლებს მიაჩნიათ, რომ აქცენტი ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე უნდა გამახვილდეს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG