ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიწისძვრის შემდეგ, ყურადღების გადართვა უსახლკაროდ დარჩენილებზე ხდება


თურქეთსა და სირიაში, სამაშველო ფაზა დასასრულს უახლოვდება. ახლა აქცენტი მიწისძვრის ზონიდან ევაკუაციაზე კეთდება.

ზოგიერთი საკუთარ სახლს ტოვებს ისე, რომ უკან დაბრუნების, ან ნანგრევებიდან ამოყვანილი ახლობლების ნახვის იმედი აღარ რჩება. ეს ხდება იმ დროს, როდესაც ზოგიერთი სამაშველო ოპერაცია მოქმედებას წყვეტს. თურქეთის მიწისძვრის ზონიდან უკვე 158 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

სტიქიურმა უბედურებამ თურქეთსა და სირიაში 37 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ორივე ქვეყანაში მთელი ქალაქები განადგურდა. გადარჩენილები სიცივეში უსახლკაროდ დარჩნენ და ხანდახან ძილი პირდაპირ ნანგრევებზე უწევთ.

სირიის დანგრეულ ქალაქ ალეპოში, გაეროს დახმარების მისიის ხელმძღვანელმა მარტინ გრიფინმა თქვა, რომ სამაშველო ფაზა „დასასრულს უახლოვდება“ და ყურადღების გადართვა თავშესაფარზე, საკვებზე და სკოლებზე ხდება იმ დროს, როდესაც დაბალმა ტემპერატურამ გადარჩენის ისედაც მცირე შანსები კიდევ უფრო შეამცირა.

მიწისძვრიდან რვა დღის შემდეგ, ნანგრევებიდან გადარჩენილი ადამიანების ამოყვანის იშვიათი შემთხვევების შესახებ ცნობები ჯერ კიდევ ისმის.

თურქეთში, ათობით ადგილობრივმა მცხოვრებმა და მაშველმა გაოცება გამოხატა, რომ მიწისძვრიდან პირველ დღეებში, უბედურების ზონაში წყალი, საკვები, წამლები, ცხედრების ტომრები და ამწეები არ იყო.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თავდაპირველი რეაგირების დროს არსებული პრობლემები აღიარა, მაგრამ თქვა რომ ახლა ვითარება კონტროლდება.

XS
SM
MD
LG