ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გამოიყენეთ თქვენი გავლენა“  - უკრაინის პირველი ლედი მსოფლიო ლიდერებს


დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმი მიმდინარეობს, სადაც უკრაინის დელეგაციას პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ხელმძღვანელობს. ფორუმის პირველივე დღეს მან მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა გამოიყენონ მათი „გავლენა“ რათა შეწყდეს უკრაინაში რუსეთის ომი, რომელსაც ასობით ბავშვის სიცოცლე ეწირება.

ზელენსკამ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან თითქმის ერთი წლის თავზე თქვა, რომ მშობლები თვალებში შესციცინებენ ექიმებს, რომლებიც მათი შვილების გადარჩენას ცდილობენ, ფერმერები კი შიშით მუშაობენ მიწებზე რომელიც დანაღმულია.

ზელენსკამ გამოსვლისას ბევრ ტრაგიკულ ისტორიაზე ისაუბრა და ბოლოს თქვა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას ახალი ჩერნობილი. „ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ახალი ჩერნობილი“ თქვა მან იმ ფონზე, როცა რუსეთი ატომურელექტრობაზას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს.

“რაც თქვენ ყველას საერთო გაქვთ არის ის, რომ თქვენ ხართ გავლენიანები... მაგრამ არის განსხვავებები თქვენს შორის, მაგალითად ის, რომ ყველა თქვენგანი არ იყენებს გავლენას, ან ზოგჯერ ისე იყენებთ თქვენს გავლენებს, რომ განსხვავება თქვენს შორის კიდევ უფრო იზრდება, “- თქვა ოლენა ზელენსკამ.

უკრაინის პირველმა ლედი მიმართავდა ასობით სახელმწიფო მოხელეს, კორპორაციებს, აკადემიკოსებს, აქტივისტებს მთელი მსოფლიოდან, რომლებიც მონაწილეობას ღებულობდნენ მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში, მისი თქმით არ არსებობს პრობლემა რომელსაც კაცობრიობა ვერ მოაგვარებს.

”ჩვენ ყველანი ვართ დარწმუნებული, რომ არ არსებობს ისეთი გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა ვერ გადაწყვეტს...ეს ახლა უფრო მნიშვნელოვანია, როდესაც რუსეთის აგრესია ევროპას სხვადასხვა გამოწვევას უქმნის,“- ამბობს ზელენსკა.

უკრაინაში რუსეთის ომმა ათასობით მშვიდობიანი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მილიონობით ადამიანი ლტოლვილად იქცა, წარმოიქმნა სურსათისა და საწვავის კრიზისი მთელს მსოფლიოში. გაიზარდა ინფლაციაც.

ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლის დროს ზელენსკამ თქვა, რომ ომი შეიძლება გაცდეს უკრაინის საზღვრებს, რამაც შეიძლება გააფართოვოს კრიზისები. თუმცა მისი თქმით „ერთობა არის ის, რაც მშვიდობას წარმოქმნის”.

დავოსში მიმდინარე ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი აქცენტი სწორედ უკრაინაზე კეთდება.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ფორუმში მონაწილე პირებს მიმართა და უკრაინის დახმარების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„ჩემი მოწოდებაა: ჩვენ გვჭირდება ყველა სახის დახმარება. უკრაინა იმსახურებს რაც შეიძლება მეტ მხარდაჭერას,“- თქვა მან.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG