ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პერუში ანტისამთავრობო დემონსტრაციებზე დაღუპულთა რაოდენობა 40-ს აღწევს


პერუში დემონსტრანტთა და პოლიციას შორის ბოლო შეტაკებებს სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ქვეყნის ომბუდსმენის ადმინისტრაცია აცხადებს. გავრცელებული ცნობებით ბოლოდროინდელი შეტაკებების ჩათვლით, სამთავრობო ძალებთან დაპირისპირებისას 39 ადამიანი დაიღუპა.

შეტაკებები ქალაქ ხულიაკაში მოხდა, ტბა ტიტიკაკას მახლობლად, პერუს სამხრეთით, პუნოს რეგიონში. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია 70-მდე ადამიანი. დაღუპულთა შორის კი მათივე ცნობით, სულ მცირე, ორი თინეიჯერია. პუნოს რეგიონული ჯანდაცვის უწყების დირექტორის თქმით, დაღუპულთა ნაწილს ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

დემონსტრანტები ვადამდელ არჩევნებს და დაპატიმრებული ყოფილი პრეზიდენტის პედრო კასტილოს გათავისუფლებას ითხოვენ. დემონსტრაციები დეკემბრის დასაწყისში დაიწყო და ის კასტილოს მიერ პოსტის დატოვებასა და მის დაკავებას მოჰყვა. მანამდე კასტილო უკანონოდ ცდილობდა ქვეყნის კონგრესის დაშლას.

კასტილო 18-თვიან წინასწარ პატიმრობაშია. მას ბრალი ამბოხში ედება, ყოფილი პრეზიდენტი ბრალს უარყოფს.

XS
SM
MD
LG