ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანელი მოჭადრაკე მუქარის გამო სამშობლოში ვერ დაბრუნდა


ირანელი მოჭადრაკე, სარა ხადემი რომელიც ყაზახეთში საერთაშორისო ტურნირში ღებულობდა მონაწილეობას სამშობლოში ვერ დაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ის გააფრთხილეს რომ ირანში არ ჩასულიყო, რადგან მან მსოფლიო ჩემპიონატში ჰიჯაბის გარეშე მიიღო მონაწილეობა.

26 წლის ქალმა, წყაროს ინფორმაციით, არაერთი შეტყობინება მიიღო, რომ მას ირანში საფრთხე ემუქრებოდა. ირანში ჰიჯაბის ტარება სავალდებულოა და მისი ტარების წესებიც შესაბამისი კოდექსით განისაზღვრება.

წყარო, რომელმაც ირანელი მოჭადრაკის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, საკუთარ ვინაობას არ ამჟღავნებს, თუმცა ამბობს, რომ ხადემის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იყო.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც მოჭადრაკემ მუქარის შემცველი ზარები მიიღო, ყაზახეთში სარა ხადემის უსაფრთხოებას ოთხი მცველი იცავდა, ჩემპიონატის დასრულების შემდეგ კი ის ესპანეთში წავიდა.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ხადემი მსოფლიოში 804-ე ადგილზეა.

სწორედ ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო ირანში შემოდგომაზე, მორალის პოლიციამ დააკავა მაჰსა ამინი, რომელიც პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გარდაიცვალა. მას შემდეგ ირანში პროტესტი არ წყდება, ხოლო ირანელი სპორტსმენი ქალები, რომლებიც საზღვარგარეთ ასპარეზობენ, ხშირად ჩნდებიან საზოგადოებაში ჰიჯაბის გარეშე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG