ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბროუდერი: სააკაშვილის საქმის მტკიცებულებებს ამერიკის, ევროკავშირის და კანადის მთავრობებს წარვუდგენთ


ორი დღის წინ, მიხეილ სააკაშვილმა ბილ ბროუდერს, ბრიტანულ-ამერიკული წარმოშობის ფინასისტს და "მაგნიტსკის აქტის" ავტორს მისწერა, რომ დაეხმაროს მის გუნდს "მაგნიტსკის აქტის" მსგავსის შექმნაში. ბროუდერმა საჯაროდ უპასუხა სააკაშვილს და დაპირდა, რომ მის გუნდთან ერთად იმუშავებს იმისთვის, რომ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის დროს მის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელი პირები სანქციების სამიზნე გახნდნენ.

"მაგნიტსკის აქტი" 2012 წელს ამერიკამ და მოგვიანებით კანადამ, დაამტკიცეს. პროცესს შეუერთდა დიდი ბრიტანეთიც. ახლა "მაგნიტსკის აქტის" მიღებული აქვს მსოფლიოს 34 სხვა ქვეყანას. ის ითვალისწინებს პერსონალურ სანქციებს ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის დამრღვევების გამო. სანქციებს შორის არის სავიზო შეზღუდვები და ფინანსური აქტივების გაყინვა.

"ამერიკის ხმა" ბილ ბროუდერს ლონდონში დაუკავშირდა და ჰკითხა რატომ მიიღო მან ეს გადაწყვეტილება; ხედავს თუ არა მიხეილ სააკაშვილისა და რუსეთის ციხეში წამებით მოკლული სერგეი მაგნიტკსის საქმეებს შორის მსგავსებას და რა ელოდებათ საქართველოს ხელისუფლების წევრებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი "მაგნიტკის აქტის" სახელით წოდებულ, სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან.

ბატონო ბილ, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ცოტა ხნის წინ, თქვენ დათანხმდით მიხეილ სააკაშვილის საქმეზე მუშაობას და მისი გუნდის დახმარებას. რამ მიგაღებინათ ეს გადაწყვეტილება?

ეს ძალიან მარტივია. ციხეში გადაღებული მიხეილ სააკაშვილის ფოტო ვნახე და ამ ფოტოდან ნათელი იყო, რომ ის უკიდურესად მძიმედ იტანჯება ფიზიკურად.

თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, მაშინ წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოუვათ საქართველოს ახლანდელი მთავრობის წევრებს

როგორც ჩანს, მისი სამედიცინო საჭიროებები უგულვებელყოფილია, ნაწამებია და სავარუდოდ, მოწამლულიც. ფოტო კი ათას სიტყვაზე მეტს ამბობს. ასე რომ, როდესაც ვნახე ფოტო ადამიანის, რომელიც ერთ დროს ძლიერი, ჯანმრთელი იყო, ნათელი გახდა, რომ ის სიკვდილის პირასაა. რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ და უნდა მოვიმოქმედოთ სწრაფად.

რა იქნება ეს რაღაც? იქნება ეს ახალი მანგტსკის აქტის მაგვარი, თუ ცვლილებები შევა უკვე არსებულში. ვინ და როგორ იღებს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას?

ჩემი აზრით, ის ტყვედ ყავს აყვანილი [საქართველოს] მთავრობას, რომელიც მას საშინლად ექცევა. მაგნიტსკის აქტი სპეციალურადაა შექმნილი იმისთვის, რომ ასეთ სიტუაციებს გაუმკლავდეს. სერგეი მაგნიტსკი ასეთ სიტუაციაში იმყოფებოდა - როდესაც ვინმეს ნელ-ნელა აწამებ, სიკვდილამდე.

ახლა გვჭირდება, რომ იმ ოფიციალური პირების სია შევადგინოთ, რომლებიც [მიხეილ სააკაშვილს] შესაბამისი მკურნალობის საშუალებას არ აძლევს, ვინც მის მიმართ არასწორ მოპყრობაზეა პასუხისმგებელი. თუ მას ძალიან სწრაფად არ გამოუშვებენ, მაშინ ამ ხალხს, ან დაუყოვნებლივ უნდა დავუწესოთ სანქციები, ან დავემუქროთ ძალიან მკაცრი სანქციებით.

თავად ის იდეა, რომ საქართველოს მთავრობა ტოვებს მას პატიმრობაში მაშინ, როდესაც ის ასეთ მძიმე და უგულვებელყოფილ მდგომარეობაშია, ნათლადაა მისი [სააკაშვილის] უფლებების დარღვევა. მაგნიტკსის აქტი სწორედ ასეთ სიტუაციებთან გასამკლავებლადაა შექმნილი.

თუ ყველაფერი გამოვა, მაშინ რა სანქციებზეა საუბარი და როდესაც ამბობთ, რომ სია უნდა შედგეს, მოიაზრებთ თუ არა საქართველოს მთვარობის წევრებსაც ამ სიაში?

რა თქმა უნდა. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია მის კეთილდღეობაზე. მისი კეთილდღეობა ახლა კატასტროფულად უარესდება. ამჟამად არ მაქვს კონკრეტული სია, მხოლოდ ახლა დავიწყე მის გუნდთან ერთად მუშაობა მტკიცებულებების მოსაპოვებლად.

ეს იმდენად ძალიან სამარცხვინო და ბოროტი ქმედებაა, რომ საშინელ, საშინელ ლაქად დარჩება საქართველოს მთავრობაზე. 

ამ მტკიცებულებებს შემდეგ წარვუდგენთ სხვადასხვა მთავრობებს, მათ შორის ამერიკის, ევროკავშირის, ბრიტანეთის, კანადის, ავტსრალიისა და სხვა ქვეყნების მთავრობებს, რომლებიც მიიღებენ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს ადამიანის უფლებების დარღვევა, იყო თუ არა მის წინააღმდეგ არაწესიერი მოპყრობა და თუ ეს დამტკიცდება, მაშინ ამ [პასუხისმგებელ] ადამიანებს სანქციები დაუწესდებათ.

ვიცი, რომ არაა მარტივი შეკითხვა, მაგრამ რა დრო შეიძლება ამ პროცესს დასჭირდეს?

იმედი მაქვს, რომ საერთოდ არ დასჭირდება დიდი დრო. იმედი მაქვს, რომ მას დაუყოვნებლივ გამოუშვებენ. ეს აბსოლუტურად, ბოროტი ქმედებაა. საქართველოს მთავრობამ თავის თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და სწორად მოიქცეს.

ეს ყველაფერი სანქციებს სცდება. თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, მაშინ ყველას, ვინც ამაში იყო გარეული, წლების განმავლობაში პრობლემები ექნება.

თქვენთვის მოწერილ წერილში, სააკაშვილი თავის თავს მაგნიტსკის ადარებს და ამბობს, რომ ის ციხეში კვდება, რომ მასაც ისე აწამებენ და კლავენ ციხეში, როგორც მაგნიტსკის. ეთანხმებით ამ შედარებას?

დიახ. მისი ფოტოს ნახვამ მიბიძგა მოქმედებისკენ. ამ ფოტომ გამახსენა სერგეი მაგნიტსკისადმი სასტიკი მოპყრობა. მათ [რუსეთის მთავრობას] სერგეი მაგნიტსკი ერთ დღეში არ მოუკლავთ, ეს 358 დღეს გრძელდებოდა. როდესაც ვხედავთ რა ხდება მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ, ეს ზუსტად იგივეა, ამიტომ რამე უნდა მოვიმოქმედოთ.

ვფიქრობ, საქართველოს მთავრობა ძალიან სულელურად იქცევა ყოველ წუთას, როდესაც მას მკურნალობისთვის არ უშვებენ.

თქვენ მუდმივად გაქვთ კონტაქტი დასავლელ ლიდერებთან, მათთან ერთად ებრძვით ავტოკრატებს, ადამიანის უფლებების დამრღვევებს. გისაუბრიათ თუ არა მათთან სააკაშვილის საქმის შესახებ, ან მათგან თუ მოგისმენიათ რამე? როგორ ხედავს დასავლეთი იმას, რაც ახლა სააკაშვილის ირგვლივ ხდება და ახდენს თუ არა ეს ქვეყნის იმიჯზე გავლენას?

თავად ის იდეა, რომ საქართველოს მთავრობა ტოვებს მას პატიმრობაში მაშინ, როდესაც ის ასეთ მძიმე და უგულებელყოფილ მდგომარეობაშია, ნათლადაა მისი [სააკაშვილის] უფლებების დარღვევა

ვფიქრობ, რომ ის, რასაც ახლა ვუყურებთ არის საქართველოს მთავრობის მხრიდან ყოფილი პრეზიდენტისადმი ცუდად მოპყრობა და ეს იქამდეა უკვე მისული, რომ ის [სააკაშვილი] კვდება. ეს იმდენად ძალიან სამარცხვინო და ბოროტი ქმედებაა, რომ საშინელ, საშინელ ლაქად დარჩება საქართველოს მთავრობაზე.

თუ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება, მაშინ წარმოდგენაც კი მიჭირს რა მოუვათ საქართველოს ახლანდელი მთავრობის წევრებს. ისინი, ალბათ, ვეღარასდროს აწარმოებენ ბიზნესს, ვერ ექნებათ ანგარიშები და ვეღარსად იმოგზაურებენ მსოფლიოში. სწორედ ეს მოხდება, თუ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში მოკვდება.

XS
SM
MD
LG