ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა სააკაშვილის კადრები კლინიკიდან


მიხეილ სააკაშვილი
მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს სახელმწიფო პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი დამონტაჟებული ვიდეო კადრები გაავრცელა კლინიკის ოთახებიდან. პატიმარი და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" მკურნალობს და იხდის სასჯელს.

კადრების გასაჯაროებას წინ უსწრებდა 14 დეკემბერს ჩანიშნულ სასამართლო სხდომაზე პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ ვერ უზრუნველყოფდა პატიმრის კლინიკიდან დისტანციურ რეჟიმში ჩართვას ტექნიკური საშუალებების არქონის გამო.

სათვალთვალო კამერით გადაღებულ კადრებს ხმა არ ახლავს და რამდენიმე ადგილას გადღაბნილია გამოსახულების ნაწილი, პატიმრის ვიზიტორთა თუ პერსონალის სახეები კი დამალულია.

კადრების გასაჯაროება პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოების მაღალი ინტერესით ახსნა, თუმცა არ დაუკონკრეტებია ჰქონდა, თუ არა ამასთან დაკავშირებით პატიმრის თანხმობა მიღებული

კადრების გავრცელება ასევე მოჰყვა რამდენიმე საათით ადრე იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ პატიმარი სააკაშვილი სიმულაციურ ქმედებებს ახორციელებს და რომ კადრების ხილვით საზოგადოება დაიჯერებს რას გულისხმობს ხელისუფლება, კერძოდ იმას, რომ სააკაშვილის მომხრეები საზოგადოების არასწორად ინფორმირებას ახდენენ.

XS
SM
MD
LG