ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„პუტინი ჟანგბადის პოვნას ცდილობს,“- ბაიდენი

უკრაინის ტერიტორიზე რუსეთის ომი 36 საათის განმავლობაში შეჩერდება, გადაწყვეტილება ამის შესახებ კრემლმა მიიღო. ვლადიმირ პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს უბრძანა, რომ შობის ღამეს ფრონტის ხაზზე საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.

კრემლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ცეცხლი 6 იანვარს დღის 12 საათიდან, 7 იანვრის ღამის 12 საათამდე შეწყდება.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი „ცდილობს ჟანგბადის პოვნას“ 36-საათიანი ცეცხლის შეწყვეტის გზით, თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხუთშაბათს თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას.

პუტინის განცხადებას უკრაინაში უკვე უპასუხეს და მას ფარისევლობა უწოდეს. „ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ“ - მიმართავს მიხაილო პოდოლიაკი პუტინს.

"პირველი. უკრაინა თავს არ ესხმის სხვა ქვეყნის ტერიტორიას და არ ხოცავს სამოქალაქო პირებს, როგორც ამას აკეთებს [რუსეთი]. უკრაინა ანადგურებს მხოლოდ საოკუპაციო არმიის წევრებს, თავის ტერიტორიაზე... მეორე. [რუსეთი] უნდა გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან - მხოლოდ მაშინ შეიძლება ამოქმედდეს 'დროებითი ზავი'. ფარისევლობა თქვენთვის შეინახეთ" - წერს პოდოლიაკი.

პოდოლიაკმა მანამდე უარყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, კირილეს მოწოდება საშობაო ზავისკენ, და მას უწოდა "ცინიკური მახე და პროპაგანდის ელემენტი".

რუსი სამხედროების სამიზნე ეკლესიებია

ეს კადრი მარიუპოლში 28 მარტს არის გადაღებული. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის შენობა დაბომბეს. იერიშის დროს ტაძარი სრულად განადგურდა და დაიწვა.
1/6 ეს კადრი მარიუპოლში 28 მარტს არის გადაღებული. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის შენობა დაბომბეს. იერიშის დროს ტაძარი სრულად განადგურდა და დაიწვა.
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
ეს კადრის უკრაინის ქალაქ ლუკაშვიკაშია გადაღებული. ფოტო 27 აპრილით თარიღდება. კადრში ჩანს ეკლესია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ტაძარის შიდა ინტერიერი სრულად დაიწვა, განადგურებულია საეკლესიო ნივთებიც.
2/6 ეს კადრის უკრაინის ქალაქ ლუკაშვიკაშია გადაღებული. ფოტო 27 აპრილით თარიღდება. კადრში ჩანს ეკლესია, რომელიც რუსმა სამხედროებმა დაბომბეს. ტაძარის შიდა ინტერიერი სრულად დაიწვა, განადგურებულია საეკლესიო ნივთებიც.
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
ეს კადრი სივეროდონეცკში, 16 აპრილს არის გადაღებული. კადრში ჩანს ეკლესიის ფასადი და ნატყვიარები. რუსმა სამხედროებმა ეკლესიაზე იერიში არსებული ინფორმაციით რამდენჯერმე მიიტანეს, მაშინ როცა შენობას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა. 
3/6 ეს კადრი სივეროდონეცკში, 16 აპრილს არის გადაღებული. კადრში ჩანს ეკლესიის ფასადი და ნატყვიარები. რუსმა სამხედროებმა ეკლესიაზე იერიში არსებული ინფორმაციით რამდენჯერმე მიიტანეს, მაშინ როცა შენობას თავს მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა. 
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
ეს ფოტო 29 მაისს, ხარკივის რეგიონშია გადღებული. ეკლესიის გუმბათი რუსულმა ბომბებმა დააზიანა. 
4/6 ეს ფოტო 29 მაისს, ხარკივის რეგიონშია გადღებული. ეკლესიის გუმბათი რუსულმა ბომბებმა დააზიანა. 
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
ეს კადრი 25 მაისით თარიღდება. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის ეზოში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი. ეკლესიის ჭიშკარზე ჩანს ნატყვიარები. 
5/6 ეს კადრი 25 მაისით თარიღდება. რუსმა სამხედროებმა ეკლესიის ეზოში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას გაუხსნეს ცეცხლი. ეკლესიის ჭიშკარზე ჩანს ნატყვიარები. 
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
ეს კადრი სოფელ პერემოჰაში, კიევის რეგიონშია გადაღებული. რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ტაძარზე. კადრში ჩანს ეკლესია, რომლის დიდი ნაწილი განადგურებულია. ფოტო 24 აპრილს არის გადაღებული. 
6/6 ეს კადრი სოფელ პერემოჰაში, კიევის რეგიონშია გადაღებული. რუსმა სამხედროებმა იერიში მიიტანეს ტაძარზე. კადრში ჩანს ეკლესია, რომლის დიდი ნაწილი განადგურებულია. ფოტო 24 აპრილს არის გადაღებული. 
რუსეთის ომის დროს უკრაინაში, რუსს სამხედროებს იერიშები ეკლესიებზეც მიაქვთ.გთავაზობთ ფოტოებს უკრაინის სხვადასხვა რეგიონიდან. #ამერიკისხმა
Previous slide
Next slide

როგორც პოდოლიაკი "ტვიტერით" წერდა, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია "არ წარმოადგენს ავტორიტეტს გლობალური მართლმადიდებლობისთვის და გამოდის მხოლოდ 'ომის პროპაგანდისტის' როლში". პოდოლიაკის თქმით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოღვაწეობა უტოლდება "მოწოდებებს უკრაინელთა გენოციდისკენ".

ზელენსკიმ 5 იანვარს თქვა, რუსეთს "ხანმოკლე ზავი" სურს საიმისოდ, რომ ძალები აღიდგინოსო.

XS
SM
MD
LG