ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატას სპიკერი ამ დრომდე არ ჰყავს


სამი დღის განამვლობაში მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ სპიკერის არჩევა ამ დრომდე ვერ შეძლო. რესპუბლიკელ უმრავლესობაში დაპირისპირება რამდენიმე საკითხის გარშემო გრძელდება, რის გამოც კონგრესმენების ერთ ჯგუფს ხისტი პოზიცია აქვს კევინ მაკკარტის მიმართ, რომელიც სპიკერობის კანდიდატია.

მაკკარტი ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გეგმავს კენჭი იყაროს სპიკერის თანამდებობაზე, მას შემდეგ, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ხმების უმრავლესობა 6 ჭისყრით ვერ მოიპოვა. მის კანდიდატურას რესპუბლიკელი კანონმდებლების 20 წევრიანი ჯგუფი ეწინააღმდეგება, რომელიც პალატაში რესპუბლიკელების 10%-ზე ნაკლებს წარმოადგენს.

ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკელებმა მოსალოდნელზე ნაკლები მანდატები მოიპოვეს წარმომადგენელთა პალატაში და შესაბამისად, ისინი სუსტი უმრავლესობით არიან წარმოდგენილი. პალატაში 222 რესპუბლიელი და 212 დემოკრატია. მაკკარტის სპიკერად ასარჩევად 218 ხმა არის საჭირო.

კონგრესში ლიდერობისთვის ბრძოლამ, რომელიც ახლაც გრძელდება, ხელი შეუშალა რამდენიმე არჩეულ პირს კონგრესმენის ფიცის დადებაში. ამ პროცესმა ასევე კითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეძლებენ კანონმდებლები შეთანხმებას მიაღწიონ ზოგიერთ ისეთ ძირითად და საჭირბოროტო საკითხზე როგორიცაა, მთავრობის დაფინანსება, ეროვნული ვალის ზღვარის გაზრდა თუ სხვადასხვა საგამოძიებო პროცესები, რომელთა გამართვაც კონგრესში განიხილება.

XS
SM
MD
LG