ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რესპუბლიკელების ნაწილი მათი პარტიის სპიკერის კანდიდატს ბლოკავს


რესპუბლიკელი კევინ მაკკარტის განაცხადს, გახდეს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, რესპუბლიკური პარტიის ნაწილი მხარს არ უჭერს. უკვე მეორე დღეა პალატაში მისი კანდიდატურა განიხილება. ეს იყო პირველი შემთხვევა ბოლო 100 წლის განმავლობაში, როდესაც პალატამ პირველივე დღეს სპირეკი ვერ აირჩია.

დაპირისპირებამ გააჩინა შიში პარტიის წევრებს შორის უფრო ღრმა განხეთქილების შესახებ, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს გადაწყვეტილებების მიღებას ეკონომიკის, ენერგეტიკის, ხარჯვისა და იმიგრაციის საკითხებზე, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელებს მყიფე უმრავლესობა აქვთ, 222-212 წინააღმდეგ. რაც საშუალებას აძლევს მცირე ჯგუფს, დაბლოკოს მაკარტის კანდიდატურა. მის კანდიდატურას 20 კონგრესმენი ეწინააღმდეგება.

მაკარტიმ სამშაბათს დღის ბოლოს პირობა დადო, რომ დარჩებოდა რბოლაში და თქვა, რომ მას კვლავ აქვს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდაჭერა, რომელიც პარტიაში ძლიერ ფიგურად რჩება. ტრამპმა ოთხშაბათს, თავის სოციალურ მედია-საიტზე Truth Social-ზე გამოქვეყნებული პოსტით რესპუბლიკელებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მაკკარტის.

„ახლა დადგა დრო, რომ პალატის ყველა დიდმა რესპუბლიკელმა წევრმა ხმა მისცეს კევინს“, - წერს ტრამპი.

მაკკარტიმ თქვა, რომ არცერთ სხვა რესპუბლიკელს არ შეეძლო ხმათა უმრავლესობის მოპოვება.

მაკკარტის ოპონენტებმა კანდიდატად კონსერვატორი წარმომადგენელი ჯიმ ჯორდანი აირჩიეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანი მხარს უჭერს მაკკარტის და თავად საკუთარი კანდიდატურა არ წამოუყენებია.

"ამჟამად ჩვენი კანდიდატი ჯიმ ჯორდანია. ის მებრძოლია. ის ლიდერია. შეიძლება არ სურდეს ეს ახლა, მაგრამ არც ჯორჯ ვაშინგტონს სურდა პრეზიდენტი ყოფილიყო", - განუცხადა Fox News-კონგრესმენმა, ლორენ ბობერტმა.

ერთ-ერთ ალტერნატიულ კანდიდატად განიხილებოდა უმრავლესობის მომავალი ლიდერი სტივ სკალიზიც ლუიზიანიდან.

სამშაბათის სესიამ, რომელმაც დაახლოებით ხუთ საათს გასტანა და კენჭისყრა მაინც წარუმატებელი იყო, რესპუბლიკელები დემოკრატების დაცინვის საგანი გახადა. მაკკარტიმ მხოლოდ 202 ხმა მიიღო საბოლოო კენჭისყრაზე. პალატამ სპიკერი პირველივე კენჭისყრაზე 1923 წელს ვერ აირჩია. ეს ბოლო ასეთი შემთხვევა იყო ისტორიაში.

პალატის უმცირესობის ლიდერის, ჰაკიმ ჯეფრისის მიერ სამშაბათს 212-ივე დემოკრატიული ხმის მოპოვებამ, კიდევ უფრო მეტი უხერხულობა შექმნა.

"ეს სამწუხარო დღეა წარმომადგენელთა პალატისთვის, როგორც ინსტიტუტისთვის, სამწუხარო დღეა დემოკრატიისთვის. ეს სამწუხარო დღეა ამერიკელი ხალხისთვის", - განუცხადა ჯეფრისმა ჟურნალისტებს.

ზოგიერთმა რესპუბლიკელმა თქვა, რომ შეიძლება აუცილებელი გახდეს დემოკრატებთან მუშაობა, რათა სპიკერად "ზომიერი რესპუბლიკელი" აირჩიონ. მაგრამ ჯეფრისმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რესპუბლიკელებს "არ მიუმართავთ დემოკრატებისთვის საკითხის გადასაჭრელად" და რომ დემოკრატები არ აპირებენ რესპუბლიკელების პრობლემის მოგვარებას.

არჩევის შემთხვევაში მაკკარტი სპიკერის პოსტზე დემოკრატი ნენსი პელოსის ადგილს დაიკავებს, რითაც ის საპრეზიდენტო მემკვიდრეობის რიგში მეორეა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისის შემდეგ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG