ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატოს შემდეგი სამიტი ივლისში ლიეტუვაში გაიმართება


შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მისი ნატოელი მოკავშირეები, ალიანსის მომავალ სამიტს ლიეტვუაში, ივლისში გამართავენ. ამის შესახებ განცხადება 8 ნოემბერს, ჩრდილო-ატლანტიკური თავდაცვითი ალიანსის უმაღლესი რანგის სამოქალაქო ოფიციალურმა პირმა გააკეთა.

„ცივი ომის შემდეგ ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემოში ვიმყოფებით“, - თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, როცა განაცხადა, რომ 30 წევრი ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობის მეთაურები, 11-12 ივლისს, ლიეტვუის დედაქალაქ ვილნიუსში შეხვდებიან.

სტოლტენბერგის თქმით, ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები განიხილავენ გზებს, რუსეთისა და უკრაინის საზღვრებთან მდებარე ნატოს წევრი ქვეყნების უსაფრთხოების გასაძლიერებლად. ასევე, ისინი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას.

ნატო ასევე განიხილავს თავდაცვის ხარჯებს, რომლებიც ჯერ კიდევ, 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის შემდეგ, სტაბილურად გაიზარდა. თუმცა, ხარჯები კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც 24 თებერვალს, რუსეთი უკრაინაში კიდევ ერთხელ შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

XS
SM
MD
LG