ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა უკრაინის 40-ზე მეტი დასახლება დაბომბა, უკრაინამ 25 რუსული სამიზნე


ბოლო 24 საათის განმავლიობაში, რუსეთმა ურკაინის 40-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებაზე, სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ხუთშაბათს, 12 ოქტომბერს, ნატოს მოკავშირეებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ალიანსმა ევროპის საჰაერო თავდაცვა უნდა გააძლიეროს - „პატრიოტის“ და სხვა სარაკეტო სისტემებით.

„ჩვენ საფრთხის შემცველ და საშიშ დროში ვცხოვრობთ“ - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა. ქრისტინე ლამბერხტმა, ნატოს წევრ ათზე მეტ ევროპულ ქვეყანასთან ერთად ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ამ ქვეყნებს, თავიანთი ტერიტორიების უკეთ დასაცავად, „ევროპული ცის ფარისთვის“ იარაღის შესყიდვას ავალდებულებს.

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე, ალიანსის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის სამხედრო დახამრება გაგრძელდება და გაძლიერდება. ამ ფონზე, მოსკოვმა კვლავ განააახლა დასავლეთის მიმართ მუქარები და აცხადებს, რომ კიევისთვი მეტი სამხედრო დახმარების გაწევა, სამხედრო ალიანსს „კონფლიქტის პირდაპირ მხარედ“ აქცევს, უკრაინის ნატოში გაწევრიანება კი მსოფლიო ომს გამოიწვევს.

„კიევმა კარგად იცის, რომ ასეთი ნაბიჯი, მესამე მსოფლიო ომის გამომწვევ ესკალაციას ნიშნავს“ - რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ალექსანდრე ვენედიქტოვის განცხადებას, რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ტასი“ ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ გასულ 24 საათში, კიევმა 25 რუსულ სამიზნეზე, 32 დარტყმა განახორციელა. ეს მაშინ, როცა დროის ამავე მონაკვეთში, რუსეთის მიერ, უკრაინის 40-ზე მეტ ქალაქსა და დასახლებაზე განხორციელებულ თავდასხმას, ადგილობრივი ხელისუფლებების ინფორმაციით, სამოქალაქო მსხვრპლი მოჰყვა.

კამიკაძე დრონები

გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის სამიზნე იყო კიევის რეგიონიც, სადაც დარტყმები სამი დრონით განხორციელდა, მათი სამიზნე კი კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა იყო. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონის ადმინისტრაცია, „ტელეგრემში“ ავრცელებს.

რეგიონის გუბერნატორის, ოლექსი კულებას წინასწარი ინფორმაციით, დარტყმები ირანული წარმოების დრონებით განხხორციელდა, რომელსაც ხშირად „კამიკაძე დრონების“ სახელით მოიხსენიებენ.

ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინამ რამდენჯერმე განაცხადა, რომ რუსეთი თავდასხმებს ირანული „შაჰიდებით“ (დრონებით) ახორციელებს. თეირანი მოსკოვისთვის დრონების მიწოდებას უარყოფს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG