ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთი უკრაინას დამატებითი შეიარაღებით დაეხმარება


ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლასი.
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლასი.

ბრიტანეთი უკრაინას მთელ რიგ საარტილერიო იარაღს, მათ შორის, 1600 ტანკსაწინააღმდეგო იარაღს მიაწვდის. ამის შესახებ, თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლასმა განაცხადა.

თავდაცვის მდივნის განცხადებას, წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ჯონსონის მიერ, უკრაინისთვის მილიარდი ფუნტის ფირებულების სამხედრო დახმარების დაპირება. ამით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმსაშტაბიანი ომი წამოიწყო, კიევის მიმართ, ლონდონის დახმარებამ 2,3 მილიარ ფუნტს მიაღწია.

“ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინას ჰქონდეს ინსტრუმენტები, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა პუტინის უკანონო შემოჭრისგან“, - განაცხადა ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა.

უოლასის თქმით, ბრიტანეთი უკრაინისთვის ასევე უზრუნველყოფს სარადარო სისტემებს, ასობით თვითმფრინავს და 50 000-ზე მეტ საბრძოლო მასალას.

დიდმა ბრიტანეთმა უკვე მიაწოდა უკრაინას მთელი რიგი სამხედრო აღჭურვილობა, მათ შორის თითქმის 7000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღი, ასობით რაკეტა და ჯავშანტექნიკა. ასევე, ბრიტანეთი ამზადებდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

XS
SM
MD
LG